შესანიშნავი ხალხური საშუალებები სტომატიტის სამკურნალოდ
რამდენიმე თვის წინ პირის ღრუში მტკივნეული ბუშტუკები გამიჩნდა. სტომატოლოგმა მითხრა, სტომატიტიაო და დამინიშნა უამრავი პროცედურა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვდა, ამიტომ მათი ჩატარება ვერ შევძელი. ჩემმა მეგობარმა ეს რომ გაიგო, ლამის ძალით წამიყვანა თავის სტომატოლოგთან, რომელმაც რამდენიმე სავლები მასწავლა და პირის ღრუ აბსოლიტურად გამისუფთავა. მას შემდეგ თითქმის წელიწადი გავიდა და ამ მხრივ პრობლემა აღარ მქონია. მინდა, ეს საშუალებები თქვენც გასწავლოთ.
- 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, როცა გაგრილდება, გაფილტრეთ და საათში ერთხელ გამოივლეთ პირში.
- 10 გრამ არყის გამომშრალ კვირტს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი ორთქლის აბაზანაზე, გაფილტრეთ, მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე (200 გრამამდე ) შეავსეთ და გააგრილეთ. რაც შეიძლება ხშირად ივლეთ პირის ღრუში.
- არყის ფოთლები მოამზადეთ ისევე, როგორც კვირტები და ხშირ-ხშირად ივლეთ პირის ღრუში.
- აიღეთ 3 ჩაის კოვზი ხახვის ფურცელი, დააქუცმაცეთ, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. დააყენეთ 7-8 საათს, გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.