თუ კბილი ხშირად გტკივათ, მიმართეთ დასახმარებლად ჩვენს რჩევებს...
კბილები ჩემი სატკივარია. ჯერ დედაჩემს დავყავდი სტომატოლოგებთან, მერე უკვე თავად გახლდით მათი მუდმივი სტუმარი... თუკი რამ კბილის ტკივილის წამალი არსებობს, არც ერთი არ დამიტოვებია უყურადღებოდ. უამრავი ხალხური რეცეპტიც მოვაგროვე. აი რამდენიმე მათგანი:
- კბილის ტკივილის სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარშის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილისთვის ხომ ეს ნახარში მისწრებაა. კარგი იქნება, თუ შიგ ცოტა ბერთოლეს მარილსაც გაურევთ.
- აიღეთ წვრილად დაჭრილი ჟოლოსა და პიტნის ფოთლები, დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი და დააყენეთ მინის ჭურჭელში სამი დღით. ამის შემდეგ გაწურეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.
- აიღეთ სალბი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. თბილ-თბილი ნაყენი ხშირად ივლეთ პირის ღრუში. გაიჩერეთ დიდხანს.
- გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა - შესაძლოა, აღარასოდეს აგტკივდეთ.
- ჭაობის კოთხუჯის ფესურების ნაყენი (როგორც წყალზე, ასევე სპირტზე) კარგია პირის ღრუში გამოსავლებად კბილის ტკივილის, ღრძილების დაავადებების, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დროს.
- აიღეთ წვრილად დაჭრილი ჟოლოსა და პიტნის ფოთლები და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. სამი დღით დააყენეთ მინის ჭურჭელში, მერე საწურში გაწურეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.
- ლემას ფოთლების ნაყენი და ფხვნილი კბილის ტკივილს აყუჩებს. ნაყენი 40-გრადუსიან სპირტზე მზადდება. აიღეთ 3 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და დააყენეთ 10 დღით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ დოლბანდზე ან ბამბაზე და მტკივანი კბილის ღრმულში ჩაიდეთ - ტკივილი გადის. ფხვნილის მწიკვი ჩაიდეთ ღრმულში და ზემოდან ბამბა დააფარეთ.
- კბილის ტკივილს აყუჩებს თავშავას ნაყენიც. კბილების გასათეთრებლად და კარიესის პროფილაქტიკისთვის კარგია ასეთი რამ:
აიღეთ მწიკვი ზღვის ან სუფრის მარილი და კარგად დანაყეთ. დაამატეთ 2-3 წვეთი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა 5 წუთის განმავლობაში თითით შეიზილეთ ღრძილებსა და კბილებში. პროცედურა ჩაიტარეთ თვეში 1-2-ჯერ, დილა -საღამოს.