აი, რატომ არ უნდა გამოივლოთ სოდიანი წყალი კბილის ტკივილის დროს

აი, რატომ არ უნდა გამოივლოთ სოდიანი წყალი  კბილის ტკივილის დროს
რამდენჯერ მომხდარა - მტკივანი, გასიებული კბილის მოსარჩენად პირში სოდიანი ხსნარი გამოგივლიათ, მაგრამ მეორე დღეს ისევ სტომატოლოგთან გაქცეულხართ. საქმე ის არის, რომ სოდიანი წყალი არათუ არ ხსნის ანთებას, არ შველის შეშუპებას, პირიქით, აფაშრებს კიდეც ღრძილის ქსოვილს. არასწორი გამოვლება განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, თუ კბილი ამოიღეთ. კბილის ამოღების შემდეგ მალევე წარმოიქმნება სისხლის კოლტი, მაგრამ ინტესიური გამოვლებისას ის ძვრება და სისხლდენა ძლიერდება.


  • ანთების დროს თბილი წყლის გამოვლება ვერ გიშველით. აქ ცხელი წყალია საჭირო, ოღონდ არა იმდენად ცხელი, რომ დაგწვათ ( 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით 1 ჩ/კ მარილი ან 1 ჩ/კ სოდა და 5 წვეთი იოდი), კბილის ამოღების შემდეგ კი თბილი - სხეულის ტემპერატურისა. ასევე, არ შეიძლება მისი ბუყბუყი და მთელ პირის ღრუში გადაადგილდება. გამოსავლები ნაყენი უნდა ჩაიგუბოთ პირში მტკივანი კბილის მხარეს, გააჩეროთ 30-40 წამი, შემდეგ გადმოაფურთხოთ და ეს ყველაფერი გაიმეოროთ.
    პროცედურა უნდა გაიმეოროთ 10-15 -ჯერ - მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შედეგი გამოვლებას.

  • გამოვლება სასურველია ყოველ 2 საათში ერთხელ. კარგია აგრეთვე კრაზანის, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენი, მწვანე ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და გამოივლეთ ცხელ-ცხელი.

  • კბილის ამოღების შემდეგ გირჩევთ კრაზანას, გვირილის, ვარდის ფურცლების, მწვანე ჩაის ნაყენს. ივლეთ 2-3 დღე.

    კბილის ტკივილს დაგიცხრობთ
  • კბილის ტკივილს სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარშის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილის დროს ხომ პირდაპირ მისწრებაა. კარგი იქნება, თუ ცოტა ბერთოლეს მარილსაც შეურევთ. ღრძილების ტკივილს ასევე უხდება მასაჟი- მტკივანი ადგილის ზელა და სრესა. თუ პირში გამოივლებთ თბილ მარილწყალს, ტკივილი მალე დაცხრება. მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა. შესაძლოა, ის კბილი აღარასოდეს აგტკივდებათ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი