როგორ დავიამოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში
კბილის ტკივილის დროს ყოველთვის არ არის საშუალება მივმართოთ სტომატოლოგს. მოგაწვდით რჩევებს, თუ როგორ დაიამოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში.
- თუ ოჯახში გაქვთ სალბი ( შალფეი ), მოამზადეთ მისი ნაყენი და თბილივე ჩაიგუბეთ პირში მტკივანი კბილის მხარეს. პროცესი გაიმეორეთ რამდენჯერმე და კბილის ტკივილიც გაქრება.
- აიღეთ ღორის ქონის (შეიძლება როგორც ახალი, ასევე დარბილებული, ოღონდ მარილი უნდა მოაცილოთ) ნაჭერი და დაიდეთ ღრძილზე მტკივანი კბილის ქვეშ. 15 - 20 წუთში ტკივილი გაქრება და საკმაი ხნითაც.
- მტკივანი კბილის მხარეს, ყურში ჩაიდეთ კარგად გარეცხილი მრავალძარღვას ძირი და გაიჩერეთ ტკივილის გაქრობამდე.
- ექიმბაშები კბილის ტკივილისგან თავის დასაღწევად საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს გვთავაზობენ: ავადმყოფს ხელზე, მაჯის შიგნითა მხრიდან უსვამენ დანაყილ ნიორს, შემდეგ ნიორს ადებენ იმ ადგილას, სადაც ისმის პულსაცია და მაგრამ უკრავენ ბინტით. თუ კბილი მტკივნეულია მარჯვენა მხარეს, ნიორს მარცხენა ხელის მაჯაზე ადებენ და პირიქით.
- კბილის ტკივილს ჩქარა აქრობს გამხმარი მუხის კანის ნადუღის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილზე ხომ ეს წამალი მისწრებაა. კარგია, თუ ცოტა ბერთოლის მარილს გაურევთ მუხის კანის ნადუღში. ღრძილების ტკივილს ძალზე შველის და ჩქარაც აქრობს მასაჟი - მტკივანი ადგილის ზელა და სრესა.
- პირში გამოივლეთ მარილწყალი, ტკივილი მალე გაგიქრებათ.
- მტკივან და დაზიანებულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის პლომბი. შეიძლება ის კბილი აღარასოდეს აგტკივდეთ.