გამოდევნეთ ორგანიზმიდან მარილი და დაამარცხეთ სახსრების ტკივილი ხალხური რეცეპტებით
ასაკმა ყველა სიკეთესთან ერთად სახსრებში მარილების დაგროვებითაც დამაჯილდოვა. ბოლოს პროცესი ისე გააქტიურდა, რომ სამსახურს ვიღა ჩივის, შინ ჩემს გემოზე ფუსფუსიც კი აღარ შემეძლო. რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალისტის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვსვამდი, დიეტასაც ვიცავდი... ერთხანს მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერმა - ტკივილებმა, დისკომფორტმა და მოძრაობის შეზღუდვამ - ისევ შემახსენა თავი. არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდებოდა, ჩემს მეგობარს იასამნისგან წამლის მომზადება რომ არ ესწავლებინა. იასამანი ჩემი საყვარელი ყვავილია, ამიტომ ეს წინადადება დიდი სიამოვნებით მივიღე.
- წამლის მომზადება არც ისე ძნელი აღმოჩნდა: უნდა მოაგროვოთ იასამნის ყვავილი, გააშროთ ჩრდილში, შემდეგ 20 გრამს დაასხათ 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10 და 8-10 დღის განმავლობაში შედგათ სიბნელეში თავდახურული ჭურჭლით. 10 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. უნდა მიიღოთ 30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ, პარალელურად ამავე ნაყენით დღეში ერთხელ დაიზილოთ მტკივანი და მარილოვანწანაზარდებიანი ადგილები. მე შედეგი სამ კვირაში ვიგრძენი.
- აიღეთ ფიჭვის კვირტები, კანიანად დაჩეჩქვეთ, დაასხით იმდენი არაყი, რომ 5-6 სმ-ით ასცდეს და 7 დღის განმავლობაში დააყენეთ, თან დროდადრო შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ამ ნაყენის სმა შარშან ზამთარში დავიწყე. პარალელურად მტკივან სახსრებს ღვიის ნაყენით ვიზელდი ( 50 ცალ ღვიის ნაყოფს დაასხით 500 მლ სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა და გაფილტრეთ). თუ ადრე სახსრები ყოველ შემოდგომაზე მტკივდებოდა, ამ შემოდგომაზე თითქმის არ შევუწუხებივარ. არ ვიცი, ამ ორი რეცეპტიდან რომელი უფრო მეტად მომიხდა, მაგრამ ფაქტია, რომ თავს კარგად ვგრძნობ. - დაფნის 4-5 ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ ან თერმოსში გადაასხით და გააჩერეთ 8 საათით. ნახარში გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/3 ჭიქა.
მკურნალობა 2 კვირა გრძელდება, შემდეგ უნდა შეისვენოთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი 1 თვის შემდეგ გაიმეოროთ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა - დაფნა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი ნახარშის სმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.