როგორ ვუმკურნალოთ ნაწოლებს და წყლულებს ხალხური რეცეპტებით
ნაწოლები ყველა მწოლიარე ავადმყოფის პრობლემაა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა. უამრავი საშუალება ვცადეთ და ბოლოს ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდით, რომელმაც მართლაც რომ ამოგვასუნთქა.
- მინის ქილაში ჩაყარეთ 100 გრამი კრაზანას ხმელი, დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ ზეითუნის ზეთი, დაახურეთ და 2 კვირის განმავლობაში დააყენეთ ნათელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ. შეინახეთ სიბნელეში. ნაწოლებით დაზიანებულ კანზე ამ ნაყენის საფენები და სახვევები უნდა დაიდოთ.
- შეგიძლიათ ასეთი ნარევიც სცადოთ: ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი ხახვის წვენი, სარეცხის საპონი, თაფლი და რძე. გაუკეთეთ ავადმყოფს ამ ნარევის საფენები დღეში 2-3-ჯერ.
- კიდევ ერთი წამლის დასამზადებლად მზესუმზირას ზეთი და კვერცხის ცილაა საჭირო. აიღეთ ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად აადუღეთ, შემდეგ გააცივეთ, ჩაამატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და მიქსერით თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სწორედ ამ მასაში უნდა ამოაწოთ ბამბის ტამპონი და დღეში 3-ჯერ წაისვათ კანის დაწყლულებულ უბნებზე.
- მინის ქილაში მოათავსეთ 100 გრამი კრაზანას ხმელი, დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ ზეითუნის ზეთი, თავზე დაახურეთ და დააყენეთ სინათლეზე ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ნაყენი გაწურეთ და თავდახურული ჭურჭლით დადგით სიბნელეში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწოლებით დაზიანებული კანის კომპრესებისა და სახვევებისთვის.
- შეგიძლიათ, ასეთი წამალიც სცადოთ: აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი, სარეცხის საპონი, თაფლი და რძე, გამოიყენეთ კომპრესებისთვის დღეში 2-3-ჯერ.