გამოდევნეთ შარდმჟავა მარილები ორგანიზმიდან და დაემშვიდოებთ ნიკრისის ქარს.
ნიკრისის ქარები იმასთან არის დაკავშირებული რომ ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა და სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა, შემდეგ შარდმჟავა ნიკრისის მარილის სახით შემაერთებელქსოვიში ილექება სახსრების ახლოს. იქ წარმოიშობა ე.წ. პოდაგრული კვანძები, რომლებიც იწვევენ ტკივილს, ზღუდავენ სახსართა მოძრაობას.
რეცეპტები ნიკრისის ქარის და მარილების სამკურნალოდ:
რეცეპტები ნიკრისის ქარის და მარილების სამკურნალოდ:
- 2 ს/კ ამერიკულ აგავას დაასხით 100 მლ სპირტი, გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, ან მოურიეთ. გაწურეთ და მიიღეთ 20 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ოდნავ გააზავეთ წყლით.
- 1/2 ჩ/კ სუროს ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 4 - ჯერ დღეში.
- დააქუცმაცეთ 25 გრ კოწახურის ქერქი და დაასხით 100 მლ 70 გრადუსიანი სპირტი. გააჩერეთ 14 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. გაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი 3 - ჯერ დღეში. სისტემატურად მიიღეთ ნაყენი 1,5 თვის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს სახსრებიდან მარილების გამოყვანას.
- 3 გრ კიტრისუნას ხმელ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში 5 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. მიიღეთ 1 ს/კ 5 - 6 - ჯერ დღეში სახსრების ტკივილის დროს.
- სვიის გირჩა გააშრეთ და დააქუცმაცეთ ფხვნილის მიღებამდე. 1 ს/კ ფხვნილი დასრისეთ 1 ს/კ უმარილო ნაღების კარაქთან, ან ღორის ქონთან, ერთად. გამოიყენეთ როგორც ტკივილგამაყუჩებელი მალამო ნიკრისის ქარის და სახსრების ტკივილის დროს.
- წყლის მარწყვბალახას ფესვისგან, ან ღეროსგან, მოამზადეთ სპირტიზე ნაყენი: 250 გრ ხმელი ფესვი და 50 მლ არაყი გააჩერეთ ბნელ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 25 გრ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 2 - 3 თვე.
- ვაშლი ხელს უშლის შარდმჟავას წარმოქმნას, ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში შარდმჟავას მარილების დაგროვებასთან. ვაშლი შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახით, მათ შორის ნახარშის და ნაყენის სახითაც.