იასამანი სახსრების ტკივილისას და მრავალი სხვა დაავადების მკურნალობაში დაგვეხამრება

იასამანი სახსრების ტკივილისას და მრავალი სხვა დაავადების მკურნალობაში დაგვეხამრება
იასამნების ყვავილობის სეზონონზე fpaparazzi-ს რედაქციამ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო რეცეპტი მოიძია რადგან იასამნის ყვავილით მკურნალობის სპექტრი საკმაოდ ფართოა. მისი საშუალებით ამზადებენ სამკურნალო ნაყენს, რომელიც ორგანიზმს ისეთი დაავადებების მკურნალობაში ეხმარება როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, ართრიტი, რადიკულიტი. ასევე რიგი ბავშვური დაავადებები ისეთები როგორიცაა ყივანახველა, ასევე სამუდამოდ მოგაშორებთ წელისა და სახსრების ტკივილს. ეს სურნელოვანი და ყველასთვის საყვარელი ბაღის მცენარე არა მხოლოდ ნათელი ფერებით გვახარებს, არამედ გვმკურნალობს კიდევაც.


სახსრების ტკივილის სამკურნალო ნაყენის მომზადება იასამნით
  • წვრილად დაჭერით იასამნის ფოთლები იმ რაოდენობით, რომ 2 სუფრის კოვზი მიიღოთ.
  • შეურიეთ ის ბოლოკის 300გრ გამოწურულ წვენთან, 200გრ თაფლთან.
  • დაასხით 100მლ არაყი, შეინახეთ თავდახურულ მდგომარეობაში სიბნელეში 24 საათით.
  • ამ ნაყენით მტკივანი არის დამუშავების წინ აუცილებელია ნაყენის კარგად შენჯღრევა.



პოდაგრის (ნიკრისის ქარი), მარილების დაგროვების, რევმატიზმების, სახსრების ართრიტის სამკურნალო ნაყენის დამზადება:
  • იასამნის ახალი ფოთლები ჩაყარეთ მინის მობთლში პირამდე და დაასხით სპირტი (უმჯობესია გამოიყენოთ 40%-იანი სპირტი)
  • დაახურეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას სამი კვირით. შემდეგ კი გაფილტრეთ.
  • მიიღეთ შინაგანად ჭამის წინ 30 წვეთის ოდენობით, 3 ჯერ დღეში, 3 თვის მანძილზე.

გამოგიყენებიათ ოდესმე იასამანი სამკურნალოდ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები კომენტარებში. თქვენ ამით ჩვენს მკითხველსაც დაეხმარებით.