ყურის ტკივილის მკურნალობა ხალხური მედიცინის რჩევებით
ვისაც ერთხელ მაინც სტკიებია ყური, უდავოდ იცის, თუ როგორი ძნელი გასაძლებია. იმისათვის, რომ მალევე მოხდეს ყურის ტკივილის მკურნალობა, გაეცანით რჩევებს ხალხური მედიცინიდან:
- წამოწექით ისე, რომ მტკივანი ყური მოთავსდეს ზემოთ, ჩაიწვეთეთ ყურში რამდენიმე ზემოთ, ჩაიწვეთეთ ყურში რამდენიმე წვეთი გამთბარი სპირტი პიპეტის საშუალებით.
- თუ ყურში მწერი ჩაგიძვრათ, მის ამოსაყვანად საჭიროა ყურში აბუსალათინის ზეთი ჩაისხათ და დაწვეთ გვერდზე, მტკივანი ყურით ზევით.
- მტკივან ყურზე, 2 საათის განმავლობაში დაიდეთ გაცხელებული აგური ან კრამიტი. სასურველია ავადმყოფს დალეული ჰქონდეს რამე ოფლმდენი საშუალება, რათა პროცედურის ჩატარებისას გამოუვიდეს ოფლი.
- გამოირეცხეთ ყური კანაფის ზეთდამატებული თბილი რძით.
- ჩაიწვეთეთ ყურში გამთბარი კომბოსტოს წვენი.
- დაჭეჭყეთ ყაყაჩოს ძირი, შემდეგ მოხარშეთ და თბილი წვენი ჩაიწვეთეთ ყურში.
- აიღეთ 20 გრამი ცერცვეკალას ბალახი, დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, 30 წუთი ადუღეთ თავდახურული მომინანქრებული ჭურჭლით წყლის ორთქლზე, ცხელივე გაფილტრეთ, 1 საათი აცადეთ, რომ გაგრილდება, ნალექი ისე მოაშორეთ, რომ ნახარშში არ დარჩეს უწვრილესი გაუხსნელი ნაწილაკები. ჩაიწვეთეთ ყურში 2-2 წვეთი, ვიდრე ტკივილი სულ მთლად არ გაგივლით.
- დაფქვით ანისულის თესლი, შეავსეთ ბოთლი მეოთხედზე, დაასხით ასკილის ზეთი ბოთლის შევსებამდე, დააყენეთ სიბნელეში ოცდაერთი დღით, დროდადრო შეანჯღრიეთ.
ოცდაერთი დღის შემდეგ ნაყენს უკვე წამლის თვისებები აქვს და შეგიძლიათ, ყურის ტკივილის დროს 2-3 წვეთი ჩაიწვეთოთ.