ყოველთვის გემრიელად ჭამა მიყვარდა და ამით არცერთი ზედმეტი კილოგრამი არ შემიძენია. ეს პროდუქტები არ ასუქებს.
უამრავი ადამიანი წონაში კლებისა ან მისი შენარჩუნების მიზნით 6 საათის შემდეგ აღარ ჭამს საჭმელს. დიეტოლოგთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ეს უმთავრესი წესი წონის კონტროლს ეხმარება და ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს. თუმცა, უცნაური ის არის, რომ არაკალორიული პროდუქტის შესახებ არავინ საუბრობს, რომლის ღამის საათებში მირთმევაც ორგანიზმში წონის ცვლილებას არ იწვევს. შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც თამამად შეგიძლიათ 6 საათის შემდეგ ჭამოთ, არც წონაში მოიმატებთ და ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა
- თევზი - განსაკუთრებით ვირთევზა და კამბალა, რომელიც უცხიმოა და კუჭიც ადვილად ინელებს.
- სიმინდი - მოხარშული სიმინდი საკმაოდ ნოყიერია და ქოლესტერინსაც გამოდევნის ორგანიზმიდან. ის ასევე ასუფთავებს ცხიმოვან უჯრედებს.
- ვაშლატამა - ის გამდიდრებულია სხვადასხვა ვიტამინებით, კარგია გულისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევვას და კუჭ-ნაწლავის სისტემას.
- ბოსტნეულის ხიზილალა - არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბოსტნეულს აირჩევთ, დააბლენდერეთ და მიირთვით ცოცხლად.
- ნიახური - იგი ნამდვილი სასწაულმოქმედია კალორიების წვაში, საღამოს მისი ჭამა აუცილებელიცაა.
- თალგამი - თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, თალგამი აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაციონში, რადგან ორგანიზმს წმენდს და ენერგიითაც ავსებს.
- გოგრა - თქვენს ფიგურას არაფერი ემუქრება თუ გოგრას ხშირად მიირთმევთ, განსაკუთრებით გვიან, შაქრისა და ზედმეტი დანამატების გარეშე. შეგიძლიათ გოგრის პიურე მოამზადოთ და ვახშმად მიირთვათ.
- ჭარხალი - ორგანიზმში ცხიმის რეგულირებას უწყობს ხელს.
- კომბოსტო - მდიდარია ვიტამინ B-თი. მისი ჭამა დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი.
- სოკო - მოხარშული სოკო უკალორიოა. სოკო მოამზადეთ უცხიმოდ სხვადასხვა ბოსტნეულით.
- კივი - წვავს ცხიმებს და გამოდევნის ქოლესტერინს ორგანიზმიდან. აღადგენს ორგანიზმის ბალანსს. სავსეა იოდით და აძლიერებს იმუნურ სისტემას.