ეს პროდუქტი დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში სამჯერ უფრო სწრაფად

ეს პროდუქტი დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში სამჯერ უფრო სწრაფად
მრავალი ადამიანი ებრძვის ჭარბ წონას. არსებობს უამრავი დიეტა რომლებიც გპირდებიან წონაში კლებას, მაგრამ შედეგი შეიძლება არც ისე გასაოცარი აღმოჩნდეს. დღეს ჩვენ მოგიყვებით პროდუქტის შესახებ რომელიც სამჯერ უფრო სწრაფად დაწვავს თქვენ ცხიმს, ვიდრე სხვა საშუალებები

ამ ჯადოსნურ პროდუქტს ჰქვია კვლიავი

კვლიავი - სანელებელია, რომელიც მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. წონაში კლებას რაც შეეხება, ამ მხრივ კვლიავიდ გამოყენება ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას აუმჯობესებს, რაც გვეხმარება დავიკლოთ ის ზედმეტი კილოგრამები, რომლებიც ცუდი ნივთიერებათა ცვლის გამო შეიძინეთ.


მკვლევარებმა ირანის შაჰიდ სადოუგის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეობდა 88 ადამიანი, რომლებიც ებრძოდნენ ჭარბ წონას. ჯგუფი დაიყო ორ ნაწილად, ორივემ დღიური დოზა დააკლო 500 კალორიით, თუმცა ერთი ჯგუფი იღებდა კვლიავს, ხოლო მეორე არა, მაგრამ ჭამდნენ ერთნაირად. შედეგმა მკვლევარები გააოცა.

კვლიავის ჯგუფის შედეგი იყო სამჯერ უფრო ეფექტური ვიდრე მეორის. ამ ჯგუფს ასევე შეუმცირდა სხეულის ცხიმი 15 % ით, მეორე ჯგუფს მხოლოდ 5 %-ით. ასევე კვლიავის ჯგუფში შემცირდა ქოლესტერინის დონე სისხლშიც.


რას უხდება კვლიავი:

დიაბეტი - ამცირებს შანსებს ჰიპოგლიკემიის
საერთო სისუსტე - ხელს უწყობს ვიტამინ C ძლიერ მუშაობას
ინსომნია - მკურნალობს უძილობას
ასთმა - კარგია ბრონქიალური ასთმისთვის

კვლიავის ჩაის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 კოვზი კვლიავის თესლი
  • 250მლ. წყალი


მომზადების წესი:

  • მოათავსეთ კვლიავის თესლი ჭურჭელში დაასხით წყალი და დაელოდეთ, სანამ ადუღდება გადმოიღეთ და დატოვეთ 5 წუთი. სასმელიც მზად არის. აგრეთვე შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი