თუკი გახდომა გინდათ უნდა ჭამოთ ნელა, რაც შეიძლება ნელა.

თუკი გახდომა გინდათ უნდა ჭამოთ ნელა, რაც შეიძლება  ნელა.
სტაბილური წონის შენარჩუნება თეორიულად მარტივი საქმეა. საჭიროა დავიცვათ თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და სხვადასხვა სახის სამუშაოზე დახარჯული კალორიების რაოდენობას შორის. ქალებს, რომლებიც მისდევენ ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესს, დღეში საშუალოდ 2200 კალორია სჭირდებათ. თუ ორგანიზმი იღებს ზედმეტ კალორიებს, იწყება ცხიმის დაგროვება. ზოგჯერ წონის მატება შეიძლება აღმოვაჩინოთ გემრიელი სადილიდან 36 საათის გავლის შემდეგ. საკმარისია ყოველდღიურად მივიღოთ, ნორმაზე ორი ნაჭერით მეტი პური, რომ წლის ბოლოს წონაში მომატებული გვექნება ოთხი კილოგრამი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უარის თქმა ცილებზე. ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისათვის ცილა საჭიროა, როგორც საშენი მასალა. ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი, ხაჭო. შეიცავენ სრულყოფილ ცილებს, გვაძლევენ ენერგიის დიდ რაოდენობას. ისინი მალე იწვიან და წონას არ გვმატებენ, თუკი სისხლსავსე აქტიური ცხოვრება გვაქვს უნდა მივიღოთ 75 გრ სხვადასხვა სახის ცხიმი. ცხიმებზე საერთოდ უარის თქმა არ შეიძლება.

მაგ: ვიტამინი "A" აუცილებელია მხედველობისა და კანისათვის, ორგანიზმის მიერ კი მისი მითვისება მხოლოდ ცხიმებიდან ხდება.

ცხიმების დაგროვებაში დიდ როლს თამაშობენ სქესობრივი ჰორმონები. მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ქალის ორგანიზმისათვის. სიმსუქნისაკენ მიდრეკილება ვლინდება სქესობრივი მომწიფების, ფეხმძიმობისა და კლიმაქსის დროს.
კლიმქასის დროს ჰორმონალური სისტემა აღარ გამოიმუშავებს, გარკვეულ ჰორმონებს და ორგანიზმში წვის პროცესი ქრება. თუკი ამ დროს ქალი არ ვარჯიშობს, არ იცავს დიეტას, იგი კატასტროფულად იმატებს წონაში და კარგავს ფორმას.

სიმსუქნისკენ მიდრეკილებას შეიძლება ჰქონდეს ფსიქოლოგიური საფუძველიც, დეპრესიის დროს ზოგი იკლებს წონაში, ზოგი პირიქით იმატებს. ამ მოვლენის მიზეზი დღემდე გაურკვეველია. თუმცა ზუსტად არის დადგენილი, რომ ქალების გარკევული ნაწილი სევდას და დარდს სწორედ ჭამით იქარვებს.
თუკი თქვენ ნამდვილად გინდათ გახდომა, უნდა ისწავლოთ შიმშილისა და მადის გარჩევა. უარი უნდა თქვათ მადის აღმძვრელ სხვადასხვა საწებლებზე, მჟავეებზე რომლებიც აძლიერებენ კუჭის წვენის გამოყოფას და აღვივებენ მადას.
თუკი გახდომა გინდათ უნდა ჭამოთ ნელა, რაც შეიძლება ნელა. ისინი ვინც ნელა ჭამენ არასოდეს არ სუქდებიან. კარგად დაიმახსოვრეთ ეს!
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...