ხალხური რეცეპტები, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს რადიკულიტის, რევმატიზმის, ართრიტის და ნევრალგიის დროს
რადიკულიტის ყველზე ხშირი მიზეზი ხერხემლის დაავადება ოსტეოქონდროზია, რომლის დროსაც მალთაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობას და გამძლეობას. დისკებით მალების შეერთების ადგილებში ლაგდება მარილი, ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები, რომლებიც ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში, აწვება იქ გამავალ ზურგის ტვინის ფესვებს და იწვევს ტკივილს. ოსტეოქონდროზის დროს ასეთი წანაცვლება ხდება სხეულის, თავის მკვეთრი მოძრაობისას. რადიკულიტის დროს აუტანელი ტკივილის დაძლევაში პირშუშხა დაგეხმარებათ. რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის დროს ძალიან ეფექტურია პირშუშხასა და ვაშლის ნარევი:
- თანაბარი რაოდენობის ვაშლი და პირშუშხა სახეხზე გახეხეთ და მირებული ფაფა მტკივან ადგილზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ნევრალგიის, ართრიტების და თავის ტკივილის დროს.
- პურშუშხა შეგიძლიათ გამოიყენოთ წელის ტკივილის დროსაც. ოღონდ ამისთვის მისგან მალამო უნდა მოამზადოთ:
გახეხეთ პირშუშხა და მიღებული მასა გაწურეთ. წვენი შეურიეთ ნებისმიერ მალამოს თანაბარი რაოდენობით. ძილის წინ მიღებული მასით მტკივანი ადგილები დაიზილეთ, ჩაიცვით მატყლის ზედატანი და ზემოდან შალის ქსოვილი შემოიხვიეთ. შეგიძლიათ ლიმონის ან ჟოლოს ჩაიც მიირთვათ. - ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში და 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ წვრილად დაკუწეთ და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ეს ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით. ამ ხნის შემდეგ წამალი უკვე მზად არის. ის 1 თვის განმავლობაში უნდა სვათ - თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. 1 თვის შემდეგ - 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.
მერწმუნეთ, ამ უებარი საშუალების წყალობით მტანჯველი ტკივილი სულ უფრო იშვიათად შეგაწუხებთ, ბოლოს კი სულმთლად დაგავიწყდებათ. ეს წამალი ასევე უხდება ქრონიკული თავის ტკივილის, ჰიპერტონიასა და სკლეროზს.