საშუალებები, რომლებიც დაგავიწყებთ გავა - წელის რადიკულიტის შემაწუხებელ ტკივილებს
გავა - წელის რადიკულიტი ჩვეულებრივ ერთმხრივია, ამასთან დაზიანება შემოიფარგლება ფესვების მცირე რაოდენობით ან ერთი ფესვით. ორმხრივი დაზიანება იშვიათია და შეიმჩნევა მხოლოდ ხერხემლის მოძრავი დისკის ან მისი უკან გადანაცვლების დროს.
დაავადება ვითარდება თანდათანობით, პერიოდული გამწვავებებით. ამ დაავადების დროს ავადმყოფისათვის ძლიერ მნიშვნელოვანია მასთან შეგუება.
ქრონიკული რადიკულიტის მკურნალობის ერთ - ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს მიეკუთვნება სითბოს ნებისმიერი სახით გამოყენება. ეს შეიძლება იყოს ტომსიკაში მოთავსებული ცხელი ქვიშა, ცხელი მარილი, სოლუქსი, კვარცი, ცხელი ნაქლიბი (ნახერხი), და ასე შემდეგ.
გარეგანი ხმარების საშუალებები:

- გამოიყენეთ შესაზელად ევკალიპტის ზეთი და ევკალიპტის ფოთლების სპირტიანი ნაყენი (100 გრ ფოთოლი 200 მლ არაყზე დააყენეთ 7 დღე, გაწურეთ ).
- აიღეთ როზმარინის 3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული წვრილი ტოტები და ფოთლები, 300 მლ არაყი ან სპირტი, დააყენეთ 7 დღე. გამოიყენეთ დასაზელად.
- გახეხეთ სახეხზე პირშუშხას ძირი და წვენთან ერთად კომპრესის სახით დაიდეთ მტკივან ადგილზე. ძალიან რომ არ დაგეწვათ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა არაჟანი.
- ტყის ანგელოზას ახალი წვენი წარმოადგენს კარგ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.
- კატაბალახას ძირების სპირტიანი ნაყენი (აფთიაქური პრეპარატი ) შეიზილეთ მტკივან ადგილებში რადიკულიტების და კუნთების ტკივილის დროს. შეიძლება გამოიყენოთ კომპრესის სახითაც. კომპრესი გაიჩერეთ 30 წუთამდე.
- ნარი და მისი პრეპარატები გამოიყენება რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის და სახსართა დაავადებების სამკურნალოდ.