სახალხო მკურნალები ფსორიაზს ამგვარად მკურნალობენ...
დიდი ხანია ვაგროვებ ხალხურ რეცეპტებს. მინდა, ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ. გთავაზობთ ფსორიაზის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.
სახალხო მკურნალები ფსორიაზს ამგვარად მკურნალობენ:
სახალხო მკურნალები ფსორიაზს ამგვარად მკურნალობენ:
- თავდაპირველად დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ თხლად წაისვით ასეთი მალამო:
ერთმანეთში აურიეთ 5-6 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ბავშვის კრემი და 2 ჭიქა არყის მალამო. - არყის მალამო: შემოდგომაზე მოკრეფილი არყის ხის ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში და გააშრეთ ჩრდილში. მომინანქრებულ, მინის ან თიხის ჭურჭელში 1 სმ - ის სისქეზე ჩადეთ სამედიცინო სოლიდოლი, ზემოდან ამავე სისქეზე დააფინეთ დაფშვნილი ფოთოლი, შემდეგ ისევ სოლიდოლი (სოლიდოლის საცხი იყიდება აფთიაქებში), ისევ ხის ფოთოლი და ასე შემდეგ ჭურჭელს ძალიან მჭიდროდ დაახურეთ თავი ( შეგიძლიათ, ცომიც მოუსვათ, ჰაერი რომ არ შევიდეს), შედგით ჰაერღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი დღე ასეთი რეჟიმით ათბეთ: 2 საათი თბება,1 საათი აცივებთ, შემდეგ გაფილტრეთ, ფოთოლიც კარგად გამოწურეთ.
ნარევი ერთგვაროვანი რომ გახდება, კარგად შეიზილეთ დაზიანებულ კანში. მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ 30-40 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 20 გრამი არალიის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 100 მლ 70 %-იანი სპირტი, 2 კვირა გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას. მიიღეთ ზუსტი დოზირებით, რადგან ოდნავ ტოქსიკურია. - თუ დაზიანებული კანი გექავებათ და ქერქოვანი კერები გაგიჩნდათ, სამკურნალო მალამოს შეზელამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და გულდასმით გაიმშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. ქერქოვანი კერები თანდათანობით გაქრება და ქავილიც გაივლის.
- თუ დაზიანებულმა კანმა მუქი მოლურჯო ფერი მიიღო, ისვით შემდეგი მალამო: ერთმანეთში აურიეთ 2 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 5-6 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 1 ჩაის ჭიქა არყის მალამო.
- ეს ნაზავიც ერთგვაროვანი უნდა იყოს. მას, პირველი მალამოს მზგავსად, მკურნალობის ბოლომდე იყენებენ. ამ დროს არალიის ნაყენის სმა უნდა შეწყვიტოთ.
- ორკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყეთ ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება: 150 -200 გრ ელეუტეროკოკის დაქუცმაცებული ფესვი დააყენეთ 1ლ 40 %-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. დროდადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი შეინახეთ სიბნელეში. 10 დღე მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მომდევნო 4 დღე - 1 ჩაის კოვზი.