ბართოლინიტს იოლად გაუმკლავდებით ამ შინაური საშუალებებით
ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ბართოლინიტი საშოს შესასვლელში მდებარე ბართოლეს ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შესაძლოა გონოკოკმა ან სტაფილოკოკმა გამოიწვიოს. ინფიცირებული ჯირკვალი დიდდება და ყალიბდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძლიერ მტკივნეულია. ყოველივე ეს სოფელში მეზობლისგან შევიტყვე, რომელიც უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა და ბართოლინიტს თავისი ხელით დამზადებული მალამოთი მკურნალობდა. თავდაპირველად მის მალამოს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ როცა მითხრა, ერთი კვირის შემდეგ ინფექციისგან კვალიც აღარ დარჩაო, გავოცდი და მალამოს რეცეპტი ვთხოვე. აი ეს რეცეპტიც:
- აიღეთ 50 გრამი კურდღელის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. გააცივეთ და დღეში ორჯერ წაისვით ინფიცირებულ ადგილზე. მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება.
როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოისუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი ბოლომდე მოსაშუშებლად მტკივანი ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ. - ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღეთ 2-3 წუთი, შემდეგ გააცივოთ და გამოიყენოთ.
- ჩირქგროვის მომწიფების დასაჩქარებლად კარგი ყოფილა დღესი სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სადილის კოვზი ალოეს ფაფის მიღება: აიღეთ 200 გრამი მცენარის მწვანე ფოთოლი, მოაცილეთ ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელსც უნდა დაამატოთ 400გრამი თაფლი და ამდენივე ნატურალური წითელი ღვინო, შემოდგათ წყლის ორთქლზე და 1 საათი ხარშოთ. რომ გაცივდება, აუცილებლად გაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და წამალიც მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, როგორც უკვე გითხარით, თითო სადილის კოვზი.