ეს წამალი მართლაც სასწაულმოქმედია ძირმაგარას მოსამწიფებლად და ფესვიანად ამოსაგდებად
მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარას მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ. ეს წამალი მართლაც სასწაულმოქმედია, მე პირადად ერთი დადება მყოფნის ძირმაგარას მოსამწიფებლად და ფესვიანად ამოსაგდებად. ის ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება:
დამატებითი ინფორმაცია (1)
- ერთმანეთში აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და სიმინდის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, გადაიხვიეთ და ორი დღე დაიტოვეთ. როცა მოიხსნით, ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე არ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ ეს ცომი - აუცილებლად გიშველით. ეს წამალი ბებიამ მასწავლა. მან ისიც მითხრა, რომ ის ყოვეგვარ ჩირქგროვას ( მათ შორის დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც ) შველის. მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე გამოვცადე და კმაყოფილი ვარ.
სხვა რეცეპტები: - აიღეთ 50 გრამი კურდღელის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება.
მიღებული მასა უნდა გააცივოთ და დღეში ორჯერ წაისვათ მტკივან ადგილზე. ეს მალამო რამდნიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება. როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოასუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ. - ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ კიდევ 2-3 წუთი, მერე კი გააცივოთ და გამოიყენოთ.
- აიღეთ 5 გრამი (1 სავსე ჩაის კოვზი) ფარსმანდუკი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
- ძირმაგარების მომწიფების დასაჩქარებლად კი ლობიოს ფქვილისა და თაფლისგან ვაკეთებდი პატარა ბურთულებს და მტკივან ადგილებზე ვიდებდი.
დამატებითი ინფორმაცია (1)