დამწვრობას ეს ხალხური მალამო მოგიშუშებთ
აგარაკზე შეშის ღუმლის ანთება გადავწყვიტე, მაგრამ გამოუცდელობის გამო თითები ძლიერ დავიწვი. მეზობელი მაშინვე მოვარდა საშველად. უპირველესად, ხელი ცივი წყლის ნაკადის ქვეშ გამაჩერებინა, მერე კი წამისვა თავისი ხელით მომზადებული მალამო, რომელიც შესანიშნავად აშუშებს როგორც ჭრილობებს, ასევე დამწვრობასაც. გთავაზობთ ამ მალამოს რეცეპტს.
მომზადების და გამოყენების წესი:
მომზადების და გამოყენების წესი:
- მომინაქრებულ ჭურჭელში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავაგდოთ მასში ასანთის კოლოფისოდენა სუფთა (მინარევების გარეშე) თაფლის სანთელი და შევდგათ ნელ ცეცხლზე გასადნობად. მოხარშული კვერცხის გული დავჭრათ წვრილად და თანდათანობით დავუმატოთ მდუღარე სანთელს. კვერცხის გულის პირველივე ნამცეცები მოხვდება თუ არა, შიგთავსი აქაფდება და რომ არ გადმოიღვაროს, შეიძლება ქურიდანაც მოგვიხდეს გადმოდგმა. ნარევს განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ. ასე წამოვადუღოთ 3-ჯერ და მალამო მზადაა. გადავწუროთ კაპორონის ორმაგ ქსოვილში (დოლბანდი ამისთვის არ გადმოდგება), გადავიღოთ მინის ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. ასე შეგიძლიათ შეინახოთ 10 თვე.
დამწვარ კანს ჭინჭარიც მოგიშუშებთ - ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ. შემდეგ გაისუფთავეთ ჭრილობა კირიანი წყლით (1 სუფრის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალში გახსენით ) და დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი. მძიმე დამწვრობის დროსაც კი 3-4 პროცედურა საკმარისია.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ. გამოყენებამდე აურიეთ და ისე დაიდეთ ჭრილობაზე.