7 ყველაზე უცნაური კატასტროფა, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნეში.

ისტორიაში არაერთხელ მომხდარან მიწისძვრები, შტორმები, ავიაკატასტროფები და სხვა საშინელი ამბები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბუნების ან ადამიანის გამო. ამ მიმოხილვაში შეგროვებულია ჭეშმარიტად გლობალური და ბოლომდე გამოუცნობი კატასტროფები.
1. ტუნგუსკის აფეთქება
რუსეთი, 1908 წელი
1908 წელს სტრატოსფეროში, მოშორებული ტაიგის თავზე მდინარე პოდკამენაია ტუნგუსკას სიახლოვეს (ცენტრალურ ციმბირში), ადგილი ჰქონდა კოლოსალურ აფეთქებას. ამ აფეთქებამ, რომელიც, დიდწილად, ატმოსფეროში შემოსული კოსმოსური სხეულის მიზეზით მოხდა, გამოიწვია ის, რომ სრულად იქნა წაქცეული 5200 კვადრატულ კილომეტრზე არსებული ფიჭვის ტყე. შეფასებით აფეთქების ძალა იყო დაახლოებით 1000-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე 1945 წელს იაპონური ხიროსიმას გამანადგურებელი ატომური აფეთქების ძალა.
მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ობიექტი იყო კომეტა (ამის დასტურია აფეთქებიდან ცოტა ხნის შემდეგ ევროპის თავზე ვერცხლისფერი ღრუბლები, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყოს კომეტის უეცარი აორთქლების შემდეგ ატმოსფეროს ზედა ფენებში ყინულის კრისტალების გაჩენით). სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ობიექტი იყო 100 მეტრის დიამეტრის მქონე მეტეორიტი.
2. წყალდიდობა ბოსტონში
აშშ, 1919 წელი
1919 წლის 15 იანვარს შუადღეს ბოსტონში ადგილი ჰქონდა ნამდვილ წარღვნას "ტკბილი, მწებარე სიკვდილის" მონაწილეობით. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აფეთქდა იმ ფერმენტირებული ბადაგის გიგანტური რეზერვუარი, რომელსაც იყენებდნენ საბრძოლო მასალებისა და პირველი მსოფლიო ომის სხვა იარაღისათვის სამრეწველო სპირტის წარმოების პროცესში. ქუჩები აღმოჩნდნენ 5-12 მეტრის სიმაღლის და დაახლოებით 50 მეტრის სიგანის მწებარე სითხის ტალღების ქვეშ (ტალღის სიჩქარე შეადგენდა 55 კილომეტრს საათში).
ტალღა ანადგურებდა შენობებს, ასევე მასში იძირებოდნენ ავტომობილები, ცხენები და ქვეითად მოსიარულეები. იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩებში ძალიან ციოდა, მწებვარე მასა სწრაფად გამაგრდა და სამუდამოდ დაიტყვევა მსხვერპლნი. დაიღუპა 21 ადამიანი (უმთავრესად გაგუდვის გამო), ხოლო კიდევ 150 დასახიჩრდა.
3. დონორის ნისლი
აშშ, 1948 წელი
1948 წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკული ქალაქის დონორის თავზე დაეშვა მომაკვდინებელი ნისლი. ოთხი დღის განმავლობაში უჩვეულო ამინდის პირობების გამო ფტორიდული ორთქლი, თუთიისა და კადმიუმის ნაწილაკები და რეგიონის მეტალურგიული და თუთიის ქარხნებიდან სხვა ტექნოლოგიური ნარჩენები (ნახშირბადის მონოჟანგეულები, ფლუორის მჟავა და ქლორის დიოქსიდები) გროვდებოდნენ ჰაერში ხმელეთთან ახლოს.
ამისგან დაზარალდა თითქმის 5000 ადამიანი, ხოლო ბევრ ადამიანს განუვითარდა ფტორით მოწამვლა (სისხლში მისი დონე 12-25 ჯერ აღემატებოდა ნორმალურს). ოცდაორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნისლთან დაკავშირებული გართულებების გამო კიდევ დაახლოებით 50 ადამიანი მოკვდა. შემდგომი 10 წლის განმავლობაში ქალაქში სიკვდილიანობამ რეკორდები დაამყარა შტატში. ბევრ ცოცხლად დარჩენილს სამუდამოდ დარჩა სასუნთქი სისტემების პრობლემები.
4. ლონდონის სმოგი
ინგლისი, 1952 წელი
ლონდონი დიდი ხანია ცნობილია თავისი ნისლით და კვამლით. მაგრამ სამრეწველო რევოლუციის დადგომით ამინდის პირობებს დაემატა ქარხნების კვამლი, რის შედეგადაც ქალაქი ეხვეოდა "მუხუდოს წვენის" ყვითელ სმოგში (ეს მოვლენა უკვდავყვეს თავის ნაწარმოებებში ჩარლზ დიკენსმა და სერ არტურ კონან დოილმა). 1952 წლის შემოდგომაზე საწარმოების კვამლის, ნისლისა და ცივი ამინდის შეხამებამ წარმოშვა ლონდონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სმოგი.
დაწყებული 5 დეკემბრიდან, 4 დღით ქალაქი გაეხვია მომაკვდინებელ "ყვითელ ნისლში", რომელმაც გამოიწვია 4000-დან 12000-მდე ადამიანის, აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დიდი ნაწილის სიკვდილი. უმეტესწილად დაიღუპნენ ჩვილი ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები ბრონქიალური ასტმისა და პნევმონიის გამო.
5. ტბა ნიოსის СО2 ღრუბელი
კამერუნი, 1986 წელი
1986 წლის 21 აგვისტოს გამთენიისას კამერუნის ვულკანური ტბიდან მოხდა ნახშირორჟანგის გაზის (СО2) ამოფქვევა, რომელმაც გამოიწვია 1700-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა. დღეს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნახშირბადის გაზისებრი დიოქსიდი, ალბათ, წარმოიქმნა ვულკანური აქტივობის გამო.
სხვა ვულკანურ ტბებში დეზონური ცვლილებების დროს იცვლება წყლის სიმკვრივე ზედაპირზე, ასე რომ ის პერიოდულად აირევა დაბლა მდებარე წყლებთან. მაგრამ ნიოსის ტბის შემთხვევაში არევა არ მოხდა იმიტომ, რომ ტროპიკებში ტემპერატურა შედარებით მაღალი რჩება მთელი წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ ამ ტროპიკული ტბის ზედაპირული წყლები არასაკმარისად გრილდებოდა, ადგილი ჰქონდა ნახშირორჟანგის გაზის კონცენყტაციას ფსკერის სიახლოვეს.
ქანების უეცარმა ზვავმა ან ვულკანური აქტივობის გამო ფსკერის გახურებამ, როგორც ჩანს, გამოიწვია СО2 გაზის ბუშტების ზედაპირისკენ გარიყვა, სადაც ისინი გაერთიანდნენ და შექმნეს 1,2 კუბური კილომეტრის მოცულობის მგუდავი ღრუბელი. მომაკვდინებელმა ღრუბელმა, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში ჩამოყალიბდა, მოკლა
ადამიანები, საქონელი და სხვა ცხოველი 24 კილომეტრის რადიუსში.
6. ტოქსიკური დატბორვა
უნგრეთი, 2010 წელი
უნგრულ ქალაქ აიკაში ალუმინის ჟანგის მწარმოებელ ქარხანა Ajkai Timföldgyar-ში ჩამოინგრა კაშხალის ის კედელი, რომელიც აკავებდა შხამიანი ნარჩენების (წითელი ლამის) რეზერვუარს. ამასთან ადგილი ჰქონდა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრი ტოქსიკური მასალის გაჟონვას, და ლამმა დატბორა მიმდებარე სოფლები.
სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტმა მიიღო ჭრილობები იმ ნარჩენებთან კონტაქტის შემდეგ, რომლებიც წვავდნენ კანს და იწვევდნენ თვალის გაღიზიანებას. შემდეგ ლამის ტალღამ მიაღწია ადგილობრივ მდინარეებამდე და წყაროებამდე, ხოლო გზაზე გაანადგურეს უამრავი მცენარე და ცხოველი. ბოლოს მან დუნაიმდე მიაღწია.
7. ხილის წვენით დატბორვა
რუსეთი, 2017 წელი
2017 წლის 25 აპრილს რუსულ ქალაქ ლებედიანში Pepsi-ის საწყობში ავარიამ გამოიწვია ის, რომ ქუჩებში და მდინარე დონში ჩაიღვარა დაახლოებით 128 მილიონი ლიტრი ხილისა და ბოსტნეულის წვენი (მათ შორის ტომატის, ფორთოხლის და ვაშლის). დაიჭრა 2 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა საწყობის სახურავზე, მაგრამ სასიკვდილო შემთხვევები, საბედნიეროდ, დაფიქსირებული არ იყო.