საშინელი ფაქტები ჩერნობილის შესახებ... ეს საინტერესოა!

საშინელი ფაქტები ჩერნობილის შესახებ... ეს საინტერესოა!
1986 წლის აპრილში მოხდა უდიდესი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში, კერძოდ ატომური ელექტროსადგურის ავარია ჩერნობილში. მიუხედავად იმისა, რომ გავიდა 30 წელი ამ აფეთქების შედეგები დღესაც კი იგრძნობა...

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფთქების შედეგად გამოწვეული რადიოქტიული გამოსხივება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვისას ერთად.



კატასტროფის მიზეზს რეაქტორის არასწორი კოსტრუქცია და არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი წარმოადგენს. ეს ყველაზე დიდი ავარიაა, რომელშიც წილი ადამიანს მიუძღვის.

საშინელი ფაქტები ჩერნობილის შესახებ... ეს საინტერესოა!

აფეთქების შედეგად რადიაცია ჩერნობილის საზღვრებს გასცდა. სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენდა უდიდეს პრობლემას იმ დროინდელი ევროპის მოსახლეობისათვის. ამ პერიოდში ფეხმძიმე ქალებისათვის რეკომენდირებული იყო აბორტის გაკეთება, რადგან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ბავშვი გადახრებითა და მუტაციებით დაიბადებოდა.



რადიაქტიური დაბინძურების 70 პროცეტი გავრცელდა ბელარუსიის ტერიტორიაზე, რომლის საზღვარიც ზუსტად 10 კილომეტრში მდებარეობს მომხდარი ფაქტისგან.



იმისათვის, რომ შეეწყვიტათ გამოსხივების გავრცელება, სადგურზე აღიმართა დამცავი სტრუქტურა - სარკოფაგი, რომლის მოღვაწეობის ხანგრძლივობაც გახლავთ 30 წელი. ამ დროის გასვლის შემდეგ იგი კარგავს რადიაციის შეკავების უნარს.



წარმოუდგენელია, მაგრამ ჩერნობილი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აფეთქების შემდეგ პოპულარული გახდა სხვადასხვა ცხოველებისთვის: ღოებისთვის, ლოსებისთვის, არწივებისთვის და სხვ. მეცნიერების კვლევების მიხედვით ეს ტერიტორია ადამიანისთვის საცხოვრებლად ვარგისი გახდება უახლოეს 20 000 წელიწადში.



ავარიის ლიკვიდაციის მიზნით მოქმედებდა 800 000 ადამიანი. დღეს-დღეობით 25 000 მათგანი მკვდარია, ხოლო 70 000 - ინვალიდი. ყველაზე მეტად დაზიანდნენ მეხანძრეები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე და მათ არ გააჩნდათ არანაირი დამცავი საშუალება რადიაციისგან. მათი უმრავლესობა დაიღუპა რამდენიმე დღის შემდეგ. გამოსხივების მაღალი დონის გამო, მათ სხეულებს ათავსებდნენ სპეციალურ კუბოებში და მხოლოდ ამის შემდეგ მარხავდნენ მათ.



დღეს ამ აკრძალულ ზონაში ცხოვრობს 500 მდე ადამიანი. მათი უმრავლესობა ხანში შეული ადამიანია...



"აკრძალული ზონის" მახობლად განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა ითვლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ, თუ არ გაჩერდებით აქ 2 კვირაზე მეტ ხანს.