ასტრონომებმა უცხო პლანეტიდან რადიოსიგნალი მიიღეს
ავსტრალიელმა მეცნიერებმა - ავსტრიული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომების ჯგუფმა, მკვლევარ ემილი პეტროვის მეთაურობით - დააფიქსირეს უცნაური წარმომავლობის ძლიერი რადიოსიგნალი, რომელიც ღრმა კოსმოსიდან მოდიოდა. ადგილი, საიდანაც სინგალი მიიღეს, დედამიწიდან 5,5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.
უცნაური რადიოსიგნალების დაფიქსირება მეცნიერებმა ტელესკოპ პარქსის დახმარებით შეძლეს, რომელიც ახალ სამხრეთ უელსის შტატში მდებარეობს. ამის მიხედვით მათ დაადგინეს, რომ რადიოსიგნალი 5,5 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილიდან არის გამოგზავნილი და ჩვენს პლანეტაზე რამდენიმე წამში ჩამოაღწია.
რადიოსიგნალი წინასწარი შეფასებით, ფლობდა ისეთ ენერგიას, რომელიც შეიძლება მზის ენერგიას გაუტოლდეს. მეცნიერების განცხადებით, რადიოსიგნალი კოსმოსის იმ
რეგიონიდან წამოვიდა, სადაც ორი შავი ხვრელია განლაგებული. თუმცა იმაში დარწმუნებულნი არიან, რომ სიგნალი შავი ხვრელიდან არ ყოფილა გამოგზავნილი.
ემილი პეტროვი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს უცნაური რადიოსიგნალი პირველი არაა, რომელიც ტელესკოპმა დააფიქსირა და რომლის შესწავლაც მოხდა. პირველად ასეთი ძლიერი რადიოტალღები 2007 წელს დაფიქსირდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ავსტრალიურმა ტელესკოპმა პარკსმა კიდევ ექვსი ანალოგიური ტალღა დააფიქსირა.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.
წყარო/Source: https://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/121311-astronomebma-uckho-planetidan-radiosignali-miighes.html#ixzz3PZJh2JfS