როგორ გამოვაცხოთ გემრიელად თევზი გარნირით! ნოყიერი და სასარგებლო ვახშამი...

როგორ გამოვაცხოთ გემრიელად თევზი გარნირით! ნოყიერი და სასარგებლო ვახშამი...
თევზი აერღუმელში კარტოფილით
თეთრი თევზის გასუფთავებული ნაჭრები, ხახვი და კარტოფილი- არაჩვეულებრივი ინგრედიენტებია სწრაფი და სასრგებლო ვახშმისათვის. წარმატებით შეავსებს კერძს რამოდენიმე შტრიხი,- წიწაკის, ზეთისხილის და კარაქის დამატება, ასე თევზი მიიღებს არომატულ გემოს და არ გამოშრება
მოსამზადებლად დაგვჭირდება ხეკი, მინტაი ან ექსპერიმენტის სახით სკუმბრიაც. თუ ამ უკანასკნელს მოიხმართ -დაუმატეთ კბილი ნიორი და ნაღები შეცვალეთ არაჟნით.

ინგრედიენტები

  • მინტაი 500გრ
  • ხახვი 1ც
  • ნაღები 150 მლ.ლ
  • მარილი გემოვნებით
  • კარტოფილი 500გრ.
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 50გრ.
  • შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი

  1. გამოწლილი უთავო თევზი დაჭერით 2-3 ნაჭრად, მოაყარეთ მარილი
  2. გაასუფთავეთ ხახვი და კარტოფილი, დაჭერით მრგვალად
  3. ცხიმმოსმულ საცხობ ფორმაზე დაალაგეთ ხახვი, ზემოდან კარტოფილი, მოაყარეთ მარილი
  4. დაალაგეთ კარტოფილზე თევზი, მოაყარეთ მარილი პაპრიკა ზემოდან დაადეთ კარაქი. და შედგით საცხობი ფორმა აერღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით




მზადაა! არომატული თევზი გარნირით შეგიძლიათ მიიტანოთ მაგიდასთან, გირჩევთ მაგიდასთან მიტანის წინ თევზი გაალამაზოთ მწვანილით და ლიმონის რგოლებით, იმედია მოგეწონად სწრაფი ვახშმის იდეა! შეინახეთ რეცეპტი!