ფენოვანი კარტოფილი ფრანგულად

ფენოვანი კარტოფილი ფრანგულად
ეს რეცეპტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგებში. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ ის FPAPARAZZI-ის რედაქციამ.
საჭირო მასალა:
  • კარტოფილი- 1 კგ
  • ხახვი- 2 თავი
  • კარაქი საცხობ ფორმაზე წასასმელად- 20 გ
  • კარაქი- 40 გ
  • ბოსტნეულის ბულიონი- 200 მლ
  • რძე- 200 გ
  • მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესი:
  1. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით 2 მმ სისქის ნაჭრებად.
  2. ხახვი დაჭერით რგოლებად.
  3. კარტოფილს მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დააწყვეთ კარტოფილის ერთი ფენა , ზემოდან მოაწყვეთ ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილის ფენა და ასე განაგრძეთ ინგრედიენტების ამოწურვამდე.
  5. ცხელი ბულიონი და რძე ერთმანეთში აურიეთ და ზემოდან მოასხით კარტოფილს. თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ მხოლოდ ბულიონი გამოიყენოთ.
  6. ბულიონმა კარტოფილი არ უნდა დაფაროს, შემდეგ დააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
  7. შემდეგ მოხსენით ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დატოვეთ კიდევ 40 წუთით.
  8. ამ ხნის განმავლობაში კარტოფილის ზედა ფენა დაიბრაწება.
  9. ბოლოს კარტოფილის ზედა ფენას დაადეთ დარჩენილი კარაქი და აცადეთ გადნობა.

გემრიელად მიირთვით.