სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყოველ საღამოს ფეხის მასაჟის კეთება
ფეხის წერტილოვანი მასაჟი - სასარგებლო და ძალიან სასიამოვნო პროცედურაა. ყოველ ორგანიზმს ფეხის ტერფზე თავისი რეფლექსოგენური ზონა აქვს. სწორედ ამას ეყრდნობა ტერფის რეგულარული მასაჟიც. მას აკეთებენ როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
ფეხის წერტილოვანი მასაჟი
მასაჟი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. თბილი ხელებით ჯერ დაიზილეთ ტერფები, შემდეგ წრიული მოძრაობებით და მსუბუქი დაწოლით გაიკეთეთ მასაჟი, ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მუშტებიც. დასარბილებლად დაგჭირდებათ მასაჟის ზეთი და მასთან დამატებული თქვენი საყვარელი ეთერზეთი.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ უბნებს. მორიგეობით, ერთი წუთის განმავლობაში დააჭირეთ წერტილს და აუშვით. თუ სწორად იკეთებთ, ტკივილი უნდა გაგიქრეთ. მასაჟის უკუმაჩვენებლებია მწვავე ანთებითი პროცესები და სოკო.

- თავი
ფეხის თითების ბალიშების მასაჟი დაგეხმარებათ თავის ტკივილის მოხსნაში და დადებითად მოქმედებს ტვინზე, ასტიმულირებს მის მუშაობას. - თვალები
თვალების გადაღლილობის მოსახსნელად გაიკეთეთ მასაჟი ფეხის მეორე და მესამე თითების ქვედა უბანზე. თუ რეგულარულად გაიკეთებთ, მხედველობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. - წვრილი ნაწლავი
შებერილობისა და ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად გაიკეთეთ მასაჟი ტერფის თაღის ცენტრზე. - ფილტვები
ფიტვების გაჯანსაღებისა და გასუფთავებისთვის რეკომენდებულია თითებს ქვემოთ უბნების მასაჟი. განსაკუთრებით სასარგებლოა ყოფილი და მოქმედი მწეველებისთვის. - წელი
ყურადღება მიაქციეთ ამ უბანს. თუ გაწუხებთ რადიკულიტი, ქუსლების მასაჟი შვებას მოგგვრით.