ღრძილების გამაჯანსაღებელი მცენარეული ბალახებით დამზადებული ელექსირი
იმისათვის, რომ მიაღწიოთ პირის ღრუს სიჯანსაღეს, საჭიროა კბილების ყოველი გახეხვისას გაიკეთოთ ღრძილების მცირეხნიანი მასაჟი. ღრძილების მასაჟის დაწყებამდე წაისვით კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაშიც შედის სპეციალური სასარგებლო ბიოდანამატები. გაიკეთეთ ღრძილების მასაჟი საჩვენებელი და ცერა თითების გამოყენებით. პროცედურა დაიწყეთ ყბის შუა ნაწილიდან, თანდათან გადაინაცვლეთ გვერდებზე. თითების მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით. თითების საშუალებით წრიული მოძრაობების შესრულებისას, შეეცადეთ, ღრძილების მასაჟი იყოს უმტკივნეულო და მარტივი. მასაჟის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-7 წუთამდე. გაიმეორეთ პროცედურა რეგულარულად, დღეში ერთი - ორჯერ.
ღრძილების გამაჯანსაღებელი მცენარეული საშუალება:
დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
თანაბარი პროპორციით აიღეთ ფარსმანდუკი, ბეგქონდარა და გვირილას ფოთლები. 1ჩ/კ ნაზავს დაუმატეთ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დატოვეთ თბილ ადგილზე 1 საათის განმავლობაში, გაფილტრეთ და დაუმატეთ მუმიო. მიღებული საშუალება გამოივლეთ პირში 2 წუთის განმავლობაში, დილით და ღამით კბილების გახეხვისას.
ღრძილების გამაჯანსაღებელი მცენარეული საშუალება:
დაგჭირდებათ:
- ფარსმანდუკი
- ბეგქონდარას ფოთლები
- გვირილას ფოთლები
- 0.2 გ მუმიო