ამის დახმარებით თქვენი ფეხის კანი ბავშვის კანივით ნაზი და რბილი გახდება
გთავაზობთ შინაურ რეცეპტს ფეხის ტერფიდან მკვდარი უჯრედებისა და გამომშრალი კანის მოსაშორებლად. ფაქტობრივად პილინგის ფუნქციას ასრულებს და თქვენი ტერფის კანს ბავშვის კანივით ნაზსა და რბილს ხდის.
თქვენ დაგჭირდებათ:
1 ჭიქა ინგლისური მარილი
10-15 ცალი ასპირინის ტაბლეტები
1 ცალი ლიმონი
ცელოფნის პარკი
ბამბის ან შალის წინდები
ერთი ჭიქა ინგლისური მარილი ჩაყარეთ 4 ლიტრ ცხელ წყალში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც უნდა დაილბოთ ფეხები აღნიშნულ სითხეში. პატარა ჯამში ჩაყარეთ ასპირინის ტაბლეტები. ჩააწურეთ ლიმონი. მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ სქელ პასტუსებურ კონსისტენციას. როდესაც მიქსტურა მზად იქნება, გამოიჭერით ცელოფნიდან ორი იმხელა ნაჭერი, რომ ტერფები დაფაროს.
აბაზანიდან ფეხების ამოღების შემდეგ კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით და შეიზილეთ მიქსტურა ტერფის გაუხეშებულ ნაწილებზე, რომ მკვდარი უჯრედები მოიცილოთ. რაც უფრო მშრალია ზონა, მით მეტი პასტა შეიზილეთ. შეიხვიეთ ტერფები ცელოფნით და ჩაიცვით წინდები. ეს პროცედურა დაძინებამდე 4-6 საათით ადრე უნდა ჩაიტაროთ. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და საპნით.
წაისვით დამატენიანებლის სქელი ფენა, ისევ ჩაიცვით წინდები და დაიტოვეტ მთელი ღამით. აქერცლილი კანის მოშორება ხელითაც შეგიძლიათ, თუ მტკივნეული არაა, თუ არადა პემზის ქვით ან ქუსლების სპეციალური სახეხით სცადეთ.