თირკმლის კენჭებს ოპერაციის გარეშე მოიშორებთ
ერთხელ თირკმელებში ქვიშა აღმომიჩინეს. მართალია, არაფერი მაწუხებდა, მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა, თუ დროულად არ მიხედე თავს, საქმე ცუდად წაგივაო. ექიმებში სიარულის მოყვარული არ გახლავართ, ამიტომ დიეტა ვამჯობინე, საკუთარ ბოსტანში მომყავს ბოსტნეული ქიმიური სასუქის გარეშე და და ნატურალური წვენებით ვმკურნალობ. გთავაზობთ ერთ რეცეპტს. ეს ნარევი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც.
- აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ მეოთხედ ჭიქა მდუღარე წყალში. ჩაამატეთ იმავე რაოდენობის კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ მთელი ზაფხულის განმავლობაში.
წვენების ასეთი კომბინაცია წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის სილას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას. ნაღვლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად შეიძლება, 1-2 კვირა ამ ნაზავთან ერთად ნაღველმდენი საშუალებაც სვათ. - აიღეთ 2 წილი კრაზანა და 3 წილი ნეგო. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათის განმავლობაში, შემდეგ 5 წუთში ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
- ნახევარ ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილ მურყანის ქერქს დაამატეთ ამდენივე თაფლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და 10-15 წუთი დატოვეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაამატეთ 0,5 ჩაის კოვზი სოდა და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ჭამის შემდეგ.
- აიღეთ 1 ჩაის ჭიქა შვრია, დაასხით 5 ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. სვით ნახარში მთელი დღის განმავლობაში. ყოველდღე ახალ -ახალი ულუფა უნდა მოამზადოთ. მკურნალობა 2 თვე უნდა გაგრძელდეს.
რამდენიმე კურსის შემდეგ ჩავატარე თირკმელების ექოსკოპია, რომელმაც აჩვენა, რომ აღარც ქვიშა და აღარც კენჭები თირკმელში აღარ იყო.