გამოდევნეთ ორგანიზმიდან კენჭები უმტკივნეულოდ, მარტივი საშუალებებით!
ბევრი უჩივის ნაღვლის ბუშტში კენჭისა და ქვიშის არსებობას. სხვათა შორის, მათგან თავის დაღწევა იოლია. უწინარეს ყოვლისა - მკაცრი დიეტა, ხოლო რამდენიმე დღით - შიმშილიც.
- ამ დროის განმავლობაში დღეში უნდა სვათ 10 - 12 ჭიქა ცხელი წყალი, თითოში ჩაწურეთ ერთი ლიმონი. ამას გარდა, აუცილებელია ყოველდღიურად სვათ სამი ჭიქა ჭარხლის, სტაფილოს და კიტრის წვენი. უკვე მეორე დღეს შეიძლება გაჩნდეს ტკივილები და სპაზმები, დაიწყებს გამოსვლას კენჭები და ქვიშა. ერთი კვირის შემდეგ აუცილებელია დასვენება. პროცედურა უნდა გაომეოროთ, რის შემდეგაც სრულიად გაჯანსაღდებით. შესაბამისი დიეტის დაცვისას სამუდამოდ დააღწევთ თავს თქვენს დაავადებებს.
- ღვიძლში ტკივილებისას განტვირთვის დღეებში კარგია სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშის წვენის სმა, ან ნახევარი ჭიქა კომბოსტოს წნილის წვენი, ან ახალი კომბოსტოს წვენი აურიეთ ამავე რაოდენობის პომიდვრის წვენთან. წვენის ნარევის სმა საჭიროა დიდხანს, სამაგიეროდ ეფექტი საოცარია.
კიდევ ორი რჩევა: - ხანგრძლივად სვით წითელი ჭარხლის წვენი. კენჭები გაიხსნება ნელა, მაგრამ უმტკივნეულოდ.
ან ასეთი რეცეპტი: ჭარხალი ( რამდენიმე ცალი ) ხარშეთ მანამდე, სანამ წყალი სქელ სიროფად არ გადაიქცევა. სვით იგი 3/4 ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს სასმელი ასევე კარგად ხსნის კენჭებს. - კატაბალახას ძირები, კუნელი, გვირილა, პიტნა, ხეჭრელას ძირები, პუსტირნიკი. სულ აიღეთ 5 - 5 გრ. ჩაყარეთ 1,5 ლ წყალში, აადუღეთ. იდუღოს 5 წუთს, შემდეგ დააყენეთ 8 სთ. სვით 100 გრ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით სრულ გამოჯანმრთელებამდე.