დაიცავით თავი ამ საშუალებებით რომ ქვიშა კენჭებად აღარ იქცეს
ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმლში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში. ხანდახან თირკმელი მეც გამკრავდა ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თირკმლის ჭვალი არ დამემართა. მაშინ კი ვიკადრე უროლოგთან მისვლა. ექოსკოპიაზე თირკმელებში ქვიშა აღმომიჩინეს. ტკივილებს არც ამის მერე შევუწუხებივარ, მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა, თუ დროულად არ იმკურნალებ, საქმე ცუდად წაგივაო. გადავწყვიტე, ექიმთან მისვლამდე შინაური საშუალებები მესინჯა.
ერთ წიგნში მივაგენი გამაჯანსაღებელ რეცეპტებს, რომლებიც ნატურალური წვენების გამოყენებას ემყარება. შორს წასვლა არ დამჭირვებია - ბოსტანში ყოველგვარი ბოსტნეული მომყავდა. ავირჩიე ყველაზე ადვილად მოსამზადებელი რეცეპტი და მკურნალობას მივყავი ხელი.
ეს ნაზავი წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის სილას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას, მაგრამ კურსი უნდა ჩაიტაროთ ყოველწლიურად. ნაზავი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც. ნაღვლის შეგუბება თავიდან რომ აიცილოთ, წამალთან ერთად შეიძლება 1 - 2 კვირის განმავლობაში სვათ ნაღველმდენი საშუალებაც.
ამისათვის დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათით, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გაწურეთ.
მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4 - ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

- ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი, აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ ამ წყალში მისი წვენი. დაამატეთ თანაბარი რაოდენობით კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. სვით დღეში 3 - 4- ჯერ მთელი ზაფხული.
ეს ნაზავი წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის სილას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას, მაგრამ კურსი უნდა ჩაიტაროთ ყოველწლიურად. ნაზავი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც. ნაღვლის შეგუბება თავიდან რომ აიცილოთ, წამალთან ერთად შეიძლება 1 - 2 კვირის განმავლობაში სვათ ნაღველმდენი საშუალებაც.
ამისათვის დაგჭირდებათ:
- 2 წილი კრაზანა
- 3 წილი ნეგო