სტრესის გამო არეულ და მტკივნეულ მენსტრუაციას ბალახები მოგიწესრიგებთ
დიდი ხნის განმავლობაში მენსტრუაცია ჩემთვის ტანჯვა იყო. თვეში სამი დღე ყველაფერს ვეთიშებოდი, სკოლაში, შემდგომში კი ინსტიტუტში, ვერ დავდიოდი, მებობრებათან ურთიერთობაც კი არ შემეძლო. მეგობრები მეუბნებოდნენ, გათხოვდები და ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავთხოვდი. ასე გაგრძელდა, ვიდრე ჩემს მეზობლად ერთი კეთილშობილი ქალბატონი არ დასახლდა. როგორც კი ჩემი სატკივარის შესახებ გაიგო, მაშინვე ერთი ხალხური მეთოდი მასწავლა, რომელმაც არათუ შემიმსუბუქა მდგომარეობა, არამედ საერთოდ დამავიწყა ტკივილი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენი ჟურნალის მკითხველსაც ვასწავლო-ვიცი, რამდენი ქალი იტანჯება ტკივილით მენსტრუაციის დროს.
- დაგჭირდებათ მინდვრის შვიტა, რომლის შეძენაც თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. ერთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და გაგრილებამდე დააყენეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. სისხლდენა რომ შეწყდება, განაგრძეთ მიღება სუფრის კოვზით დღეში სამჯერ.
მესნტრუაციის შეწყვეტა ხშირად გაციებით ან სტრესით არის გამოწვეული. ამ დროს დაგეხმარებათ: - გვირილა. თუ მენსტრუაცია რამდენიმე დღით იგვიანებს, დალიეთ 2 ჩაის ჭიქა გვირილის ცხელი ნაყენი ერთ ჯერზე.
- მიხაკი და დარიჩინი. დაასხით არაყი და გააჩერეთ 2 კვირა ( თავდახურული). მენსტრუაციის გადაცდენისთანავე მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჩაის კოვზით.
- ალოე. შაქარზე დააწვეთეთ 8-10 წვეთი ალოეს წვენი და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ მენსტრუაციის დასარებულირებლად.
ინდოელი ქალები 1-2 ჩაის კოვზ ალოეს ცოტაოდენ შავ პილპილს ამატებენ და ციკლის დაგვიანების შემთხვევაში დღეში 2-ჯერ სვამენ.
ეს საშუალება ასევე ხსნის მენსტრუაციისთვის დამახასიათებელ ტკივილსა და სპაზმს. - თავშავა. 1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ შეფუთული 40 წუთის განმავლობაში და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- გულყვითელა. გულყვითელას ყვავილებს დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა ) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათს და მიიღე 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ეს საშუალება კარგია როგორც ციკლის დარღვევის, ასევე შარდის ბუშტის დაავადებების, სიყვითლის, რაქიტის, ხველის, კუჭის წყლულისა და ბრონქების სპაზმების დროსაც, დროებით აფერხებს და წინ ეღობება კიბოს განვითარების პროცესსაც. - ოხრახუში. აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ოხრახუშის დანაყილი თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 8 საათს. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.