გახანგრძლივებულ, არეულ და მტკივნეულ მენსტრუაციას ეს ხალხური საშუალებები მოგიწესრიგებთ
მქონდა გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ციკლიც - არეული, მოუწესრიგებელი. იმხანად სოფლად ვცხოვრობდი, ამიტომ ექიმთან მისვლა ვერ მოვახერხე. ისევ ხალხურ მეთოდებს მივმართე. მკურნალობამ შედეგი მართლაც გამოიღო, ასე რომ, ამ რეცეპტებს თქვენც სიამოვნებით გასწავლით:
- 100 გ მუხის ფოთოლს დაასხით თეთრი ღვინო და დადგით თბილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი ალუბლის ქერქი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე და მთელი ღამით ასე დატოვეთ. დილით გადაწურეთ, გაყავით ოთხად და მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე.
- ხახვის კანი ადუღეთ 3 ლიტრ წყალში (ნახარში მუქი წითელი უნდა იყოს). სვით 1 ჩაის კოვზი უზმოზე, დილით ან საღამოს.
- მამულას ნედლი ან გამომშრალი ფესვები წვრილად დაჭერით (ან გახეხეთ სახეხზე ) დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 100-150 მლ 3-4-ჯერ დღეში.
- 1 ს/კ მინდვრის შვიტას დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი დააყენეთ 1სთ, გაწურეთ. მიიღეთ 50-100 მლ ყოველ 2 საათში. ტკივილის შენელების შემდეგ მიიღება 50მლ 3-ჯერ დღეში.
- 2 ს/კ წალიკას დაქუცმაცებულ ფოთლებს და ღეროებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ. დახურულ ჭურჭელში, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღება 100მლ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
- იასამნის თესლს დაასხით 500მლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში, 15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ. მიიღება 100მლ ყოველ დილით ჭამამდე 15-20 წთ-ით ადრე.