რეცეპტი, რომელმაც მტკივნეული მენსტრუაციისგან მიხსნა, ის მე დიდმა ბებიამ მასწავლა...
ახალგაზრდობაში მენსტრუაციის დროს მქონდა საშინელი ტკივილი, რომელსაც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მიყუჩებდა. რამდენჯერ სასწრაფოც გამომიძახებია... მინდა, თქვენს მკითხველს ვასწავლო რეცეპტი, რომელმაც ამ ტკივილებისგან მიხსნა. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ, ვფიქრობ, დღესაც გამოადგებათ გოგონებს.
- აიღეთ 3 ჩაის კოვზი მარწყვბალახა, ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭი (იგივე ნამა, დათვთფეხა, არმუჯი, ნაოჭა ). 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და 2-3 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში; გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 15 წუთი; გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი ან შვიტა და 2 სუფრის კოვზი სპირტი, დააყენეთ ერთი კვირით. 10-10 წვეთი გააზავეთ ერთი კოვზი წყლით და მიიღეთ.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი შვიტა, მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, გადაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. როდესაც მენსტრუალური სისხლდენა იკლებს, გადადით დღეში ორჯერ მიღებაზე.
- ასევე ეფექტურია ჭინჭრის ნახარში - თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
- თუ მენსტრუაცია გაგიჭიანურდათ, აიღეთ 100 გრ მუხის ფოთოლი, დაასხით თეთრი შემაგრებული ღვინო, დადგით 10 დღით სითბოსა და სიბნელეში, შემდეგ გამოიღეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში ოთხჯერ თითო სუფრის კოვზი.