ამ რეცეპტის წყალობით დედა სამუდამოდ დაემშვიდობა პოდაგრას და ტერფებზე ძვლოვან კვანძებს.

ამ რეცეპტის წყალობით დედა სამუდამოდ დაემშვიდობა  პოდაგრას  და ტერფებზე  ძვლოვან  კვანძებს.
მათ ვისაც პოდაგრა აწუხებს ვურჩევ ამ საოცარი რეცეპტის გამოყენებას. ამ საშუალების წყალობით დედა სამუდამოდ დაემშვიდობა ნიკრისის ქარს და ტერფებზე ძვლოვან წანაზარდებს.

რეცეპტი ასეთია:
ჭიქაში ჩადეთ კარგად გარეცხილი უმი კვერცხი, დაასხით ძმრის ესენცია და კვერცხის ნაჭუჭის გახსნამდე გააჩერეთ. მერე კარგად აურიეთ, დაამატეთ ცოტა ვაზელინი და ისევ მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღამით, ფეხების დაბანის შემდეგ, ეს მალამო წაისვით მტკივან ადგილებზე, ჩაიცვით ბამბის წინდა და დილამდე დაიტოვეთ.
პროცედურა გაიკეთეთ ყოველ საღამოს პოდაგრული კვანძის სრულ გაქრობამდე და მტკივნეული ძვლოვანი წანაზარდის გაწოვამდე. დედას ამისთვის 15 დღე დასჭირდა.


პოდაგრას მოცვის ფოთლების ნაყენიც უხდება
წითელი მოცვის ფოთოლი დაკეპეთ, 4 ჩაის კოვზს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 1 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

პოდაგრას ასეც უშველით
აიღეთ 200 გრამი უმარილო ნაღების კარაქი, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. როდესაც კარაქი დუღილს დაიწყებს, ქაფი მოხადეთ და დაამატეთ 200 გრამი სპირტი. ნარევი იმდენ ხანს დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სპირტი სულ არ აორთქლდება. დარჩენილი მასა პოდაგრის საუკეთესო წამალია. შეიზილეთ მტკივან სახსრებში. უკეთესი იქნება, თუ ამ პროცედურას სითბოში, გამათბობელთან ახლოს ჩაიტარებთ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი