ამ რეცეპტების წყალობით სახსრების დაავადებები ვერაფერს დაგაკლებთ...
ბავშვობიდან მაქვს რევმატოიდული ართრიტი. ახალგაზრდობაში ყოველგვარ წამალს დაუფიქრებლად ვსვამდი, მაგრამ ხანში რომ შევედი, ვიგრძენი, წამლების დაუდევარ სმას ჩემი კუჭ-ნაწლავისთვის დაღი დაესვა. ახლა საკმარისია, ერთი აბი მივიღო, რომ მუხლზე მეტად კუჭი მტკივდება, ამიტომ იძულებული ვარ, ჩემს სნეულებას მცენარეული საშუალებებით ვუწამლო.
ჩემმა ნაცნობ - მეგობრებმა იცოდნენ, ფიტოსაშუალებებს რომ ვეძებდი და ერთ დღეს თანამშრომელმა ეს რეცეპტი ჩამაწერინა. ჯერ ეჭვით შევხედე, მაგრამ როცა ფეხი ისევ ამტკივდა, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ვსინჯე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენც მას გთავაზობთ:
ჩემმა ნაცნობ - მეგობრებმა იცოდნენ, ფიტოსაშუალებებს რომ ვეძებდი და ერთ დღეს თანამშრომელმა ეს რეცეპტი ჩამაწერინა. ჯერ ეჭვით შევხედე, მაგრამ როცა ფეხი ისევ ამტკივდა, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ვსინჯე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენც მას გთავაზობთ:
- აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი წითელი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს დახურული, მომინანქრებულ ჭურჭლით წყლის ორთქლზე. შემდეგ 45 წუთით დადგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, ბოლოს 4-კეც დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. ნაყენი სასარგებლოა გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის), ფაღარათისა და ცისტიტის დროსაც.
- აიღეთ 10-15 ცალი დაფნის ფოთოლი, ჩაყარეთ მომინაქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, გადმოდგით ქურიდან, შეფუთეთ და გააჩერეთ 3 საათი. მერე გადაწურეთ და მცირე ყლუპებით დალიეთ ძილის წინ. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ. 3 დღე სვამთ, 1 კვირა ისვენებთ, მერე ისევ 3 დღე სვამთ. 1 წლის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
- აიღეთ 3 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნივრის თავი, 50 გრამი ნიახურის ფესვი და ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა ჩადეთ სამლიტრიან ქილაში და ქილა მდუღარე წყლით აავსეთ. გააჩერეთ ასე 24 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე ნახევარი ჭიქა. მთელი კურსისთვის საჭიროა 9 ლიმონი, 9 თავი ნიორი და 250 გრამი ნიახურის ფესვი.
- მანანის ახალდაკრეფილი ფოთლები და ყვავილები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ იმავე მოცულობის ღორის მუცლის ქონი, კარგად ავურიოთ და ერთი დღე - ღამე გავაჩეროთ სითბოში.
ძილის წინ მალამო თხლად წავისვათ მტკივან სახსრებზე, დავიფაროთ ცელოფანი, თბილად შევიხვიოთ და დილამდე დავიტოვოთ. ასე განვაგრძოთ, ვიდრე უკეთესობას არ ვიგრძნობთ. ამ მალამოს საფენები ეფექტურია ართრიტის, რადიკულიტის, პოდაგრის, იშიასის დროსაც.