ეს ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია: დაიცავით ძვლები ოსთეოპოროზისგან!

ეს ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია: დაიცავით ძვლები ოსთეოპოროზისგან!
ძვლები იცავს ორგანოებს და აძლევს ძალას კუნთებს. ხშირად გვსმენია, როგორი მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით კალციუმის მიღება ბავშვებისთვის, რათა მაგარი ძვლები ჰქონდეთ. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ზრდასრულ ასაკში, ძვლების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

ძვლები მუდმივად იცვლება და განახლდება. ბავშვებს ახალი ძვლები უფრო სწრაფად უვითარდებათ. უმეტესობა ადამიანი მძვლების მასის პიკს 30 წლის ასაკში აღწევს. ამის შემდეგ ციკლი გრძელდება, მაგრამ ძვლების მასას უფრო სწრაფად კარგავთ, ვიდრე ის განახლდება.

ოსტეოპოროზის რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით იკარგება ძვლების მასა.

რიგი ფაქტორების, რომლებიც ზემოქმედებს ძვლების ჯანმრთელობაზე:

კალციუმისა და მაგნიუმის რაოდენობა რაციონში - კალციუმის და მაგნიუმის მცირე რაოდენობა საკვებში, ხელს უწყობს ძვლების მასის სწრაფად დაკარგვას.

ფიზიკური აქტივობა - ის ვინც, ფიზიკურად აქტიური არ არის, უფრო მიდრეკილია ოსტეოპოროზის განვითარებისადმი.

თამბაქო და ალკოჰოლი - ხელს უწყობს ძვლების დასუსტებას.

სქესი - ქალები უფრო მიდრეკილნი არიან.

ასაკი - ძვლები თხელდება და სუსტდება ასაკთან ერთად.

გენეტიკა - რისკი იზრდება, თუ ოჯახის ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებსაც ოსტეოპოროზი აწუხებდათ.

ჰორმონების დონე - ფარისებრი ჯირკვლის დიდი ოდენობით ჰორმონები ასევე ხელს უწყობს ძვლის მასის დაკარგვას.

გთავაზობთ 9 სუპერ პროდუქტებს, რომლებიც დაიცავს ძვლებს ოსტეოპოროზისგან.

იოგურტი

შეიცავს D ვიტამინსა და კალციუმს, რომელიც დაგეხმარებათ ძვლების გამაგრებაში.

ისპანახი

კალციუმის მისაღები შესანიშნავი საშუალება. იგი ასევე შეიცავს ბოჭკოებს, რკინასა და А ვიტამინს.

ბატატი

შეცავს მაგნიუმსა და კალციუმს, იგი ასევე უწყობს ხელს ძვლების ჯანმრთელობას.

გრეიპფრუტი

დაამატეთ გრეიპფრუტი თქვენს დილის საუზმეს, ეს აგარიდებთ ძვლის მასის დაკარგვას. გრეიპფრუტი შეიცავს დაალოებით 91 მლ С ვიტამინს.

ლეღვი

საშუალო ზომის 5 ლეღვი შეიცავს 90 მგ კალციუმს, ასევე კალიუმსა და მაგნიუმს.

ნუშის ზეთი

გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მდიდარია კალციუმით. იგი ასევე შეიცავს მაგნიუმსა და ცილებს.

ნუშის ან ქოქოსის რძე

კალციუმისა და მაგნიუმის შესანიშნავი წყარო.

ბროკოლი

K ვიტამინისა და კალციუმის საბადო, რაც ასე მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

თეთრი ლობიო

მდიდარია კალციუმით, ხსნადი ბოჭკოებით, რკინითა და კალიუმით - ეს ყველაფერი კი ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ამცირებს.

იხილეთ ვიდეო: