როგორ მოვუაროთ ბეგონიას?
ბეგონია თხელი დახრილი ყლორტებით, ასიმეტრიული ფოთლებითა და ყვითელი ყვავილებით ერთ-ერთი ლამაზი მცენარეა სახლის ინტერიერისთვის. აყვავების პერიოდი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.
ზამთრის პერიოდში მცენარე დასვენების ეტაპზე გადადის და მიწისზედა ნაწილი იღუპება. მცენარის მოთავსება შეიძლება აივანზეც და მისაღებ ოთახშიც. მისაღებია ნაყოფიერი ნიადაგი ოდნავ მჟავე რეაქციით, ნათელი ან ოდნავ ბნელი სივრცე და ტემპერატურა 23 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
კარგად ღებულობს მინერალურ და ორგანულ სასუქებს. ბეგონია ზომიერად უნდა მოირწყას. მცენარის გარშემო სივრცე პერიოდულად დაატენიანეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით წყალი ფოთლებს არ მოხვდეს. მცენარეს თესლით, კალმით ან ფოთლით ამრავლებენ.
ყველაზე ეფექტური მეთოდი თესლით გამრავლებაა. ბეგონიას თესლს ნიადაგში არც ისე ღრმად ან ყუთში რგავენ, ნიადაგი ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშის (პროპორცია 2:1:1) ნარევისგან უნდა შედგებოდეს.
ბეგონიას გადანერგვა ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ მის თხელ ფოთლებთან. აყვავების შემდეგ ბეგონიას ზამთრის პერიოდისთვის ამზადებენ. მორწყვას ნელ-ნელა ამცირებენ, მიწისზედა ნაწილს აჭრიან და მცენარით სავსე ქოთანს კი გრილ მშრალ ადგილას (14-16 გრადუსი ტემპერატურა) ინახავენ. ნიადაგს მხოლოდ ზოგჯერ რწყავენ.