კლემატისი-ლამაზი ლიანა

კლემატისი-ლამაზი ლიანა
კლემატისი (ქართული დასახელება კატაბარდა)- არის კიდევ ერთი ულამაზესი ხვიარა ბაღის მცენარე, რომელიც თქვენს ბაღში შექმნის ზღაპარს. ის გვახარებს დიდი ხნით ყვავილობით და უხვყვავილიანი ყვავილებით. კლემატისის უმეტესი ჯიში ყინვაგამძლეა და ზამთარს უძლებს ნაკლებად მომთხოვნია და მრავალწლიანია. ამ ლიანის სიმაღლე 2-4 მეტრია, უხვი ყვავილები აქვს და ყვავილობა დიდხანს გრძელდება, ყვავილების პალიტრა აქვს სხვადასხვაგვარი თეთრიდან დაწყებული იისფერით დამთავრებული.
ყვავილების ზომის მიხედვით კლემატისი იყოფა ორ ჯგუფად: წვრილყვავილიანი ( ყვავილის ზომა 5 სმ.-მდე) და მსხვილყვავილიანი ( ყვავილის ზომა 6-15 სმ.) . წვრილყვავილიანებს მიაკუთვნებენ კლემატისს, რომელიც ყვავის სამხრეთის რეგიონებში ველურად. შუა ზოლში ეს მცენარე არ არის გავრცელებული, მით უმეტეს მის გამოზრდას აქვს უპირატესობა, ის არის ნაკლებად მომთხოვნი, , დაავადებებთან მდგრადი და იტანს გვალვებს, ზოგიერთ მათგანს მაგ. მანჯურიულს აქვს განუმეორებელი სუნი და არომატი, წვრილყვავილიანი კლემატისი მრავლდება თესლით



გამრავლება
მსხვილყვავილიანი კლემატისები თესლით გამრავლების დროს ვერ ინარჩუნებენ თავისი ჯიშის ხარისხს, ამიტომ მათ ამრავლებენ ვეგეტატიურად: ბუჩქს ყოფენ, გადააწვენენ ან კალმით, ლერწით ამრავლებენ , ყველაზე გავრცელებული გამრავლების წესი გადაწვენით გამრავლებაა, გაზაფხულზე დედა ბუჩქს გარედან ამოსული ტოტის გვერდზე უკეთებენ მოგრძო 10 სმ სიმაღლის თხრილს, გადააწვენენ ყლორტს ( რქას). ამგრებენ რკალით. გადააყრიან მიწას და კარგად რწყავენ. , ერთი წლის შემდეგ დაფესვიანებულ ტოტებს გამოაცლიან დედა მცენარეს და გადარგავენ თავის მუდმივ ადგილას , ეს მეთოდი იმიტომაა კარგი, რომ დედა ბუჩქის გამოყენებით შესაძლებელია 5 წლის ან მეტის განმავლობაში წელიწადში მივიღოთ 10 ნერგი. ასევე იგი სწრაფად ყვავილობს.
ბუჩქის გაყოფა ხდება ადრე გაზაფხულზე სანამ კვირტები დაებერებოდეს და შემოდგომაზე ყოველ 5 წელიწადში, ამოთხრილი ბუჩქი შესაძლებელია გაიყოს რამოდენიმე ნაწილად და გადაირგოს ცალკ ცალკე. თუ კლემატისის ბუჩქი ძალიან დიდია, მოთხარეთ იგი ერთი მხრიდან და გაყავით ნაწილი, , ასეთი მეთოდით მიღებულ მცენარეს აქვს ძლიერი ფესვები და მალე იწყებებს ყვავილობას.
ლერწით გამრავლებისათვის იყენებენ, როგორც მწვანე ასევე გახევებულ ლერწებს მათ ამუშავებენ ფესვ წარმომქმნი სტიმულატორებით, დაფესვიანება ხდება ტორფიან ან მდინარის სილიან ნიადაგში, სინესტე მაღალი არ უნდა იყოს, თორემ შესაძლებელია ლერწი დალპეს. რეკომენდირებულია 18-20 გრადუსი ტემპერატურა , თუ უფრო დაბალი ტემპერატურა იქნება შესაძლებელია დაფესვიანება გაჭიანურდეს.



დარგვა
კლემატისის დარგავა მიმდინარეობს გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მცენარეს ძალიან ძნელად გადააქვს გადარგვის პროცესი, ამიტომ კარგად დაფიქრდით და მოიფიქრეთ მისთვის მუდმივი ადგილსამყოფელი, კლემატისის ოპტიმალური განვითარებისათვის იგი დარგეთ მზიან, უქარო ადგილას, მიწა უნდა იყოს დაბალმჟავიანი ან ნეიტრალური. თუ თქვენს ნაკვეთში არის მაღალი გრუნტის წყლები, ( 1მ. სიმაღლეზე) კლემატისისათვის გააკეთეთ ხელოვნური ბორცვი, დრენაჟი აუცილებელია. ლიანებისათვის საყრდენი აუცილებლად უნდა მოამზადოთ მის დარგვამდე, რომ არ დავაზიანოთ ფესვები მისი დაყენებისას დარგვის დროს მცენარეებს შორის მანძილი უნდა იყოს ერთი მეტრი.
დასარგავ ორმოში (60x60) ჩაყარეთ წინასწარ მომზადებული ბოსტნის მიწა, სილა , ნაცარი, ნეშომპალა და მინერალური სასუქი. ჩადგით ნერგი, კარგად შეუსწორეთ ფესვები და მიწა მიაყარეთ ისე, რომ კვების კვნძი მოექცეს ორმოს კიდის ქვეშ 7-9 სმ-ზე . რადგან კლემატისს არ უყვარს ფესვთა სისტემის გადახურება. აუცილებლად დაამუშავეთ ფესვი, უკეთესია თუ მის ძირში დარგავთ მცენარეებს, რომლებიც დაიცავენ ფესვთა სისტემას გადახურების და გადაცივებისაგან, ასევე მავნებლებისა და ავადმყოფობისაგან , მაგ. კალენდულა, ხავერდა, ოხრახუში და სხვ.



მორწყვა და კვება
მშრალ ამინდში კლემატისი უხვად მორწყეთ კვირაში ერთხელ, გაზაფხულზე, თოვლის დნობის პერიოდში ფესვთან მიუყარეთ მუჭით ამიაკის გვარჯილა, სეზონზე პერიოდულად გამოკვებეთ სრული მინერალური სასუქებით და ქერიფქლას ნეშომპალით .



გასხვლა და გამოზამთრება
როგორც მცენარეთა უმრავლესობა საგაზაფხულიო და საზაფხულო პერიოდში მოითხოვენ სანიტარულ ჭრას. , უნდა შემოეცალოს მომტვრეული და გამხმარი ღერები. შაშემოდგომო გასხვლის შერჩევა , ისევე როგორც ვარდებისა და გლიცინიებისა მოქმედებს ხარისხზე, მათ ყვავილობაზე და ყვავილობის ვადაზე, , მაგ კლემატისის ზოგიერთი ჯიში ყვავის ახალ ამოსულ ტოტებზე, ამიტომ საჭიროა ზამთრისათვის მცენარე სრულად გადაიჭრას, უნდა დარჩეს 2-3 კვირტზე.ეს ჯიშები შეიძლება ვურჩიოთ დამწყებ კლემატისის მოყვარულებს , რადგან გამოსაზამთრებლად მათი შეფუთვა ადვილია.
ლანუგინოზის, ფლორიდისა და პატენსის ჯიშები ყვავილობენ გასული წლის ამონაზარდებზე, და აგრძელებენ ახალზე. ამიტომ წინა წლის ამონაზადრდების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული მისი ხანგრძლივი დროით ყვავილობა, ამ ჯიშებს მიწის ზემოთ ჭრიან 0,5 -1მ სიმაღლეზე, ფესვებს უფარავენ ხმელი ფოთლებით თივით და სხვა მასალით, უმეტესობა ჯიშების მაგ: ფლორიდა პატენსი ყვავიან გასული წლის ამონაყარზე ამიტომ მათ ამოკლებენ და ტოვებენ მეტრ- მეტრ ნახევარ სიმაღლეზე, აუცილებლად ჭრიან განუვითარებელ ამონაყარებს და კარგად ფარავენ.

კლემატისი-ლამაზი ლიანა

დაავადებები
კლემატისი ავადდება სოკოვანი დაავადებებით. ეს არის ფქვილოვანი ნამი, რუხი ლპობა, , ჭკნობა, ფუზარიოზი, ჟანგვა და მუქი ლაქები. მათ გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ნესტიანობა, მცენარისათვის განსაკუთრებით საშიშია ჭკნობა და ფუზარიოზი, იმისათვის , რომ თქვენმა კლემატისმა დიდხანს იცოცხლოს და იყოს ჯანმრთელი აუცილებელია პროფილაქტიკის ჩატარება! ამისათვის წელიწადში ორჯერ ( გაზაფხულზე და შემოდგომაზე) საკმარისია დავამუშავოთ მცენარე და ნიადაგი ნებისმიერი ფუნგიციდით, ინსრუქციის თანახმად. თუ მცენარე მაინც ავად გაგიხდათ აუცილებელია სასწრაფოდ შეაჭრათ დაავადებული წამონაზარდები და დაწვათ. მცენარის ნარჩენები და მიწა დაამუშავეთ ფუნგიციდებით, რკინის ხსნარით და მარგანცოვკით.



მავნებლები
განსაკუთრებით საშიშია კლემატისებისათვის ნემატოდა, როგორც წესი ამ წვრილი მატლების გამოჩენით მისი ფესვთა სისტემა კვდება, ძალაინ დაგვენანება, მაგრამ ამ კლემატიდას უნდა დავემშვიდობოთ. სანამ სხვა ფესვებზე გადასულან თუ შევამჩნევთ ნემატოდის მატლებს კლემატისი უნდა ამოვთხაროთ და დავწვათ, ხოლო გრუნტი უნდა დამუშავდეს ნემატაციდებით.