5 რჩევა კლემატისის გასახარებლად
- დარგვის შემდეგ პირველ წელს კლემატისიუკვე ივნისში წყვეტს ზრდას 20 სმ სიმაღლეზე. ასეთი რამ ცუდი მოვლის შემთხვევაში ხდება. მცენარე კვლავ განაგრძობს ზრდას, თუ დაეხმარებით: გააძლიერეთ მორწყვა და შეიტანეთ 2-3-ჯერ სასუქი, რომელიც აზოტს შეიცავს. გარდა ამისა, სასარგებლოა კომპლექსური სასუქი მიკროელემენტებით.
- ხანდახან კლემატისების ახალგაზრდა ყლორტები ხმებ. ამის მიზეზი ტენიანობის უკმარისობა შეიძლება იყოს. მაგრამ შესაძლოა, ეს დაავადების ბრალიც იყოს. ამ შემთხვევაში, დაგეხმარებათ 3-ჯერადი შესხურება 3-4 დღიანი ინტერვალით, თამბაქოს მტვრის ან ცხარე წიწაკის ნახარშით.
- 5-6 წლის შემდეგ თუ მსხვილყვავილიანი ყვავილები პატარა ყვავილებს ისხამს, ე.ი. მცენარეს ტენიანობა არ ჰყოფნის ძირებში, რადგან ისინი ღრმად იდგამენ ფესვებს და წყალი ვერ აღწევს. ჩარგით მოჭრილი პლასტმასის ბოთლი მიწაში, ბიჩქის ცენტრიდან დაახლოებით 40 სმ-ში. მორწყვისას ჩაასხით წყალი, რომელიც თანდათანობით მიაღწევს „ადრესატს“.
- ბაღის დალაგების შემდეგ ნუ გადაყრით მოჭრილ ტარხუნას, ქონდარს, პირეტრუმს. დაფარეთ ამ მცენარეებით კლემატისების საფესვო სისტემა. ეს სურნელი დააფრთხობს მღრღნელებს.
- თუ დარგული კლემატისი უკვე 3-4 წელია, ცოცხალ-მკვდარია, თითო ღერს უშვებს და პატარა ყვავილები აქვს, ე.ი. მცენარე არასწორადაა დარგული. და პირველ რიგში, ჩაღრმავებული არ არის, როგორც სპეციალისტები ურჩევენ. თუ ამ ადგილას შესაძლებელია ნიადაგის 8-10 სმ სიმაღლეზე მოყრა, შესაძლოა, ამან გამოასწოროს სიტუაცია, მაგრამ უმჯობესია გადარგოთ ყველა წესის დაცვით.