ზღაპრული, მაგრამ საშიში ფერები. გაიგეთ, რატომ არ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ოქროსფერსა და ყვითელში

ზღაპრული, მაგრამ საშიში ფერები. გაიგეთ, რატომ არ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ოქროსფერსა და ყვითელში
რაც უფრო ახლოვდება დღესასწაულები, მით უფრო მატულობს მოთხოვნილება ყვითელ ფერზე. როგორ ტანისამოსში უნდა შევხვდეთ ახალ წელს, იცის ყველამ: ჟურნალისტებმა, მკითხავებმა, ნათელმხილველებმა, ასტროლოგებმა... უნებლიედ ყვებით ამ საერთო აჟიოტაჟს და ხელი გაგირბით თუნდაც ყვითელი წინდებისკენ. აი, ახლა კი ნამდვილად გაგვიმართლებს!



როგორი ტანისამოსით უნდა შევხვდეთ ახალ წელს

მე რომ მკითხოთ, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია. ამას წინად, სამსახურში გვქონდა საახალწლო წვეულება. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს დღესასწაულს ეწვიენ წიწილები, იხვები და ბრჭყვიალა ქალღმერთები.

მაპატიოს ჩვენმა ბუღალტერმა, მაგრამ მისი ყვითელი, კოპლებიანი მაისური კარგა ხანს მემახსოვრება. IT განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის შარვალი საერთოდ ცალკე ისტორიაა. და სად პოულობს ხალხი ამდენ ოქროს? საყურეები, ბეჭდები, ჯაჭვები, ჯვრები... თან ეს ყველაფერი ერთ სხეულზე. მხოლოდ ის გვახარებს, რომ შემდეგ წელს ნამდვილად გაუმართლებს ჩვენ ორგანიზაციას. როგორც შევძელით, უხვი სიყვითლით, დადებითად განვაწყვეთ ყვითელი ძაღლი ჩვენ მიმართ.



იქნებ გავერკვეთ, საიდან მოდის ეს სტერეოტიპები. ყოველ წელს - ახალი ფერი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყვითელი და მისი მსგავსი ფერები არის ყველაზე ნათელი. თბილი ყვითელი ტონები ბედნიერების, სიბრძნის, სიხარულისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა. ცივი კი - სიმხდალის და ეგოიზმის, შურისა და ტყუილის, საფრთხისა და ფიზიკური ტკივილის ელფერიებია. და მართლაც, სახის კანის ყვითელი ფერი არასოდეს მიიჩნეოდა რაიმე მხიარულების მაჩვენებლად. ბუნებაშიც ყვითელი ფერის წყაროდ მიიჩნევა ტოქსიკური ლითონები: ტყვია, კადმიუმი, ქრომი.



მეც მაქვს კარადაში ყვითელი კაბა, მაგრამ არ ვიცვამ. ყოველთვის გადავდებ ხოლმე შემდეგისთვის. როგორც აღმოჩნდა, ამას ქვეცნობიერ დონეზე ვაკეთებ. ყვითელი ხომ ავადმყოფურ გამომეტყველებას გვძენს. მკრთალი ყვითელი ოდითგან მიიჩნევა მწუხარებისა და ღალატის ფერად. იუდას ყველაზე ხშირად ყვითელი ფერის ტანისამოსით გამოსახავდნენ.

ყვითელს უპირატესობას შიზოფრენიით დაავადებულები ანიჭებენ. ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია ფსიქიატრიაში. ფსიქიატრიულ კლინიკებს კი ხშირად "ყვითელ სახლებსაც" უწოდებენ. ამ ფერს შეუძლია სიბრაზის გამოწვევა. ბავშვის ოთახის მორთვა არ არის რეკომენდებული ყვითელ ფერებში, რადგან იგი აღაგზნებს ნერვულ სისტემას.



ყვითელისა და ოქროსფერის მთავარი როლი არის აჩვენოს ხალხს რაღაც ახალი. მაგრამ მისი სიუხვე ძალიან ღლის. მეორე მხრივ, დიეტოლოგები გვირჩევენ, სიმსუქნისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა გამოვიყენოთ ყვითელი ჭურჭელი. ამ ფერის ყურება იწვევს კუჭის წვენის გამოყოფას და უმჯობესდება საჭმლის მონელება.

ფსიქოლოგიური თვალთახედვით, თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ გაიხსნას, მაშინ ის უპირატესობას ანიჭებს ყვითელს. ასეთი ადამიანები ავნტიურისტები არიან, ეძებენ ცვლილებებს, არ სურთ სტაბილურობა. ასე ცდილობენ სასურველის მიღებას. თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ისინი ქარაფშუტობას იჩენენ, გარბიან თავიანთ სამყაროში, რეალობიდან შორს.



არ გირჩევთ ყვითლით გატაცებას ახალი წლის ღამეს. ის ზედაპირული და უსარგებლო საქმიანობის სიმბოლოა. იგი ასევე შურის ფერია. თანაც ეს ღვარძლი ძირითადად პირიქით გარშემო მყოფების მხრიდან ყვითელი ფერის მატარებელი ადამიანისკენ არის მიმართული.

ოქროსფერი და ყვითელი ტონები ნიშნავს გაურკვეველ მომავალს, არარეალიზებულ შესაძლებლობებს. თითქმის ყველა ყვითელი ტონი განასახიერებს ბედნიერების მოთხოვნილებას და პასუხისმგებლობის შიშს.



ფერის ფსიქოლოგია - ფაქიზი თემაა. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი არის მასში. მე სერიოზულად დავფიქრდი, რა ფერით შევხვდე ახალ წელს. რადგან ნათქვამია, როგორც შევხვდებით, მთელ წელს ისე გავატარებთ.

გახსოვდეთ არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. არ დაგავიწყდეთ საკუთარი უნიკალურობის შესახებ.