ტესტი: აირჩიეთ ნაძვის ხე და შეიტყვეთ, როგორი ახალი წელი გელით
აირჩიეთ ექვსიდან ერთ-ერთი, მოწონებული ნაძვის ხე და წაიკითხეთ, როგორ და ვისთან ერთად გაატარებთ ახალ წელს.
1. ახალ წელს სადღაც საზღვარგარეთ - შვეიცარიის ალპებში, ჯადოსნურ პარიზში, სადღესასწაულო ნიუ-იორკში ან მხიარულ ბრაზილიაში შეხვდებით - ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები გელით.
2. თქვენთვის მთავარი არაა სად; მთავარია, ვისთან ერთად შეხვდებით ახალ წელს. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან. მის გვერდით ყველაფერი ჯადოსნურად მოგეჩვენებათ, - საოჯახო წვეულებაც და რესტორანში ვიზიტიც. მთავარი ანტურაჟი კი არა, თბილი ურთიერთობებია და მზრუნველობა ერთმანეთზე.
3. ახალი წელი თქვენთვის ბუნებასთან - თოვლიან მთებთან, ნაძვების არომატთან ასოცირდება. შეიძლება ახალ წელს ქალაქგარეთ ბუხრის წინ გაშლილ სუფრასთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შეხვდეთ. სიურპრიზებით აღსავსე იქნება თქვენთვის ახალი წლის ჯადოსნური ღამე.
4. თქვენთვის ახალი წელი - მხიარულება, მეგობრები, შოუ-პროგრამა და გემრიელი კერძებია. რატომ უნდა დაიტვირთოთ თავი ოჯახური ფუსფუსით, უმჯობესია, ახალ წელს მეგობრებთან ერთად მდიდრულ რესტორანში შეხვდეთ, გაერთოთ და იმხიარულოთ.
5. ახალი წელი თქვენთვის ოჯახური დღესასწაულია. ნაძვის ხის მორთვაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. სუფრას ოჯახის ყველა წევრი უნდა შემოუსხდეს. უყუროთ საახალწლო ფილმებს, მოუსმინოთ საახალწლო სიმღერებს და ერთმანეთისთვის მირთმეული საჩუქრები გახსნათ.
6. როგორი ორიგინილურიც თავად ხართ, ისეთი ახალი წელიც გექნებათ. შეიძლება შვედეთის ყინულის სასტუმროში შეხვდეთ დღესასწაულის მობრძანებას ან მეგობრებისთვის ბალ-მასკარადი მოაწყოთ, ან ქუჩაში, უცნობებთან ერთად აღნიშნოთ ახალი წელი. მთავარია ფანტაზია და შთაბეჭდილებები, რომლებიც მთელი წელი გაგყვებათ.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!