როგორ შევხვდეთ ახალ წელს? საუკეთესო რჩევები ექსპერტებისაგან
თქვენ ალბათ უკვე ფიქრობთ, თუ რა ჩაიცვათ საახალწლოდ, რომ თქვენი სილამაზითა და მომიბვლელობით გარშემო მყოფი საზოგადოება გააოცოთ. ჩვენ შევაგროვეთ რჩევები ექსპერტებისაგან, რომლებიც დაგეხმარებიან საახალწლო ჩაცმულობის შერჩევაში და ხელს შეგიწყობთ მიიზიდოთ ახალი 2015 წლის (თხის წლის) მადლი და ყოველივე კარგი.
რა ფერის ტანსაცმელი შევარჩიოთ?
გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგი წელი გახლავთ ლურჯი, ან მწვანე თხის წელი, ექსპერტები გვირჩევენ, რომ სწორედ ამ ფერის ტანსაცმელი შევარჩიოთ ახალი წლის ღამეს ჩასაცმელად. ასევე ქსპერტების რჩევით, კარგი იქნება, თუ გამოვეწყობით ღია ცისფერ, პიტნისფერ, ფირუზისფერ ტანისამოსში, ხოლო ასტროლოგები გვირჩევენ, რომ გავამახვილოთ ყურადღება წითელ, ყვითელ და ვარდისფერ ფერებზე.
თუკი გსურთ ახალი წელი გამოდგეს თქვენთვის სარფიანი და სიკეთის მომტანი, მაშინ შეეცადეთ მიანიშნოთ 2015 წლის ბატონ-პატრონ თხას, თუ რა გსურთ ამ ცხოვრებაში. მაგალითად: წითელი ფერი ვნებისა და ძალაუფლების სიმბოლოა, ფირუზისფერი, ან ლურჯისა და მწვანე ფერების შეხამება ნიშნავს ჰარმონიას ოჯახურ ცხოვრებაში, ყვითელი ფერი მოგიტანთ ჯანმრთელობასა და სიმდიდრეს, ლურჯი ფერი დაგეხმარებათ კარიერის განმტკიცებასა და გაუმჯობესებაში, ხოლო თუ გსურთ ცვლილებები ცხოვრებაში და გსურთ მიაღწიოთ წარმატება თქვენს ახლად წამოწყებულ საქმიანობაში, მაშინ გირჩევთ გამოეწყოთ თეთრ, ოქროსფერ ან ვერცხლისფერ ტანისამოსში.
რა სახის, სტილის ტანისამოსში გამოვეწყოთ საახალწლოდ?
როგორც ვიცით თხა და ცხვარი შინაურ ცხოველებს წარმოადგენენ, რომლებიც სიმბოლიზირდებიან კეთილშობიერებასთან, ნეტარებასთან, მოკრძალებასთან, სიმშვიდესთან და ასევე სიზარმაცესთან. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი ჩაცმულობა იყოს არა დიდებული და გრანდიოზული, არამედ უბრალო და ელეგანტური.
რა სახის აქსესუარებით შევიმკოთ თავი ახალი წლის ღამეს?
ამ წელს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოთ აქსესუარებზე. სწორედ მათ აქვთ ყველაზე მეტი სიმბოლური დატვირთვა. კარგი იქნება, თუკი საახალწლოდ გაიკეთებთ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, ზოგადად ძვირფასეულობებს ნატურალური, ბუნებრივი თვლებითა და ქვებით. ამასთან ახალგაზრდა გოგონებს გირჩევთ გაიკეთოთ ზურმუხტის თვლებით მორთული სამკაული, ხოლო უფროსი მანდილოსნებისათვის მიზანშეწონილი იქნება ფირუზის თვლებით შემკობა.
როგორ შევხვდეთ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ასტროლოგები ვერძებს გირჩევენ, რომ გარკვეული პერიოდით საერთოდ დაივიწყოთ თქვენთვის საყვარელი წითელი ფერი და უპირატესობა ახალ 2015 წელს მიანიჭოთ ფირუზისფერ ან უკიდურეს შემთხვევაში ყვითელ ფერს. თქვენთვის ეს ცვლილებები სავალდებულოა, თუკი გსურთ დაუმეგობრდეთ თხას.
კუროებს გირჩევთ, რომ შეიმოსოთ ჭრელი, ფერადი ტანისამოსით და თავი შეიმკოთ ლურჯი და მწვანე ფერის ქვებით გამდიდრებული სამკაულებით.
ტყუპებისათვის მიზანშეწონილი იქნება, თუკი უარს იტყვით შეხვდეთ ახალ წელს შარვალში გამოწყობილი. უკეთესი იქნება, თუ შეიმოსებით ლამაზი კაბით, რომელიც გადაწყვეტილი იქნება მწვანე და ყვითელ ფერებში.
კირჩხიბებს ამ წელს თავისუფალი არჩევანი გაქვთ. შეგიძლიათ გამოეწყოთ ნებისმიერ ტანისამოსში, თუმცა ასტროლოგების რჩევა იქნება თავი მოარიდოთ სპირტიან სასმელებს.
ლომებმა უარი უნდა განაცხადონ თავიან პრინციპებზე და ცოტახნით დაივიწყონ პომპეზურობა. უკეთესი იქნება, თუკი გამოეწყობით სალათისფერ ტანსაცმელში და შეიმკოთ თავი სამკაულებით, რომლებიც მორთული არიან ლურჯი ქვებით.
ქალწულებს მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ: მოარიდეთ თავი ღია დეკოლტეებს.
მორიელებს გირჩევთ ჩაიცვათ უბრალო კაბა, რათა გამოიყურებოდეთ თვალისმომჭრელად. მიზანშეწონილი იქნება, თუკი თქვენს კაბას შეამკობთ დიდი ღია ფერის აქესესუარებით. გარდა ამისა, ასტროლოგები ამბობენ, რომ მორიელებისაგან სწორი ნაბიჯი იქნება თმის შეღებვა საახალწლოდ.
მშვილდოსნებისათვის მიზანშეწონილია გამოეწყოთ ლურჯი ფერის ტანისამოსში, ხოლო რაც შეეხება მაკიაჟს, გაიკეთეთ რაც შეიძლება მსუბუქი, შეუმჩნეველი "მეიქაფი".
იმისათვის, რომ თხის რქებმა დაამტკიცოთ თქვენი განუმეორებლობა და სიდიადე, გამოეწყვეთ მკაცრ, სერიოზულ ტანისამოსში.
მერწყულებისათვის მიზანშეწონილია რაც შეიძლება ღია ფერის ჩაცმულობის სტილი. ყურადღების მიქცევა კი შეგიძლიათ ლამაზი, ორიგინალური ვარცხნილობითა და მაკიაჟით.
იმისათვის, რომ თევზებმა მიიზიდოთ წარმატება და იღბალი ახალ წელს, გამოეწყვეთ მწვანე კაბაში. სამკაულად კი შეარჩიეთ რამე ისეთი, რაც მოუხდება თქვენს კაბას და არ დაარღვევს ჰარმონიულობას.