გიკვირთ როგორ ახერხებენ ყვაილების გაზრდას საფუარის ეფექტით? ამისათვის ისინი სპეციალურ სასუქებს იყენებენ.

გიკვირთ როგორ ახერხებენ ყვაილების გაზრდას საფუარის ეფექტით? ამისათვის ისინი სპეციალურ სასუქებს იყენებენ.
თურმე, ყვავილები შეიძლება გაიზარდოს, საფუარზე, ამისათვის საჭიროა მათი განოყიერება.FPAPARAZZI-ს რედაქციის მიერ მომზადებულ ამ მასალაში მოყვანილია ყველა წვრილმანი, რაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ. ეს არის ძალიან საინტერესო მასალა მეყვავილეეობის მოყვარულთათვის, შესაძლებელია ამ წესის შესახებ გსმენიათ, მეც გამიგია ადრე, მაგრამ პროპორციები ჩემთვის ცნობილი არ იყო.გაეცანით რა და როგორ გავაკეთოთ:

თურმე ჩვეულებრივი საცხობი საფუარი ყვავილების ზრდის სტიმულატორი ყოფილა. საფუარის შემადგენლობაში შედის მინერალური ნივთიერებები, ორგანული რკინა და მიკროელემენტები, საფუარის წყალში გახსნისას გამოიყოფა ფესვის ზრდის წარმომშობი ნივთიერება, ასეთი ხსნარით მორწყული მცენარე უფრო ძლიერია, უკეთესად გადააქვს პიკირება და ნაკლებად იწელება სიმაღლეში, ე.ი ძლიერდება.,
ერთი სიტყვით საფუარიი აუმჯობესებს მცენარეთა კვებას, აძლიერებს ფესვთა სისტემას, მიკროორგანიზმების საქმიანობას, მაგრამ არის მისი გამოყენების შეზღუდვებიც.
აზრი არა აქვს მის შეტანას ცივ ნიადაგში. განვითარებისათვის საჭიროა სითბო, რადგან საფუარი მარტო შემთბარ ნიადაგში მოქმედებს.
შესამჩნევი ეფექტი, ექნება გაზაფხულზე ნერგის პიკირების ან გადარგვის დროს, ან შემოდგომაზე, მარწყვის ყვავილედის განვითარების დასაჩქარებლად. საფუარი თავისი მოღვაწეობის პროცესში ძალიან ბევრ კალცს ნთქავს, სამხრეთში ეს პრობლემა არაა, ხოლო საშუალო ზოლზე უკეთესია შეიტანოთ მასთან ერთად ნაცარი.

  • საფუარის(დროჟის) შეტანის ტრადიციული რეცეპტი:
    ჩვეულებრივ საფუარს ხსნიან წყალში: 1კგ-ზე 5 ლ. წყალი. მიღებული მასა გამოყენების წინ იხსნება 50ლ წყალში.
    მშრალი საფუარი იხსნება: 10გრ. 10 ლ თბილ წყალში. უმატებენ 2 სადილის კოვზ შაქარს, დააყენებთ დაახლოებით 2 საათს და შემდეგ გახსნით 50ლ. წყალში, გააზავებთ და გამოიყენებთ.


მცენარეების გამოსაკვებად აგრეთვე შეგიძლიათ ნატურალური საფუარიც იხმაროთ, რომელიც მიღებულია სვიისა და ხორბლის თესლისაგან.

  • ხორბლის თესლის გაფუება
    ერთი ჭიქა ხორბალი დაალბეთ და დადგით სანამ არ ამოუვა ღივები(დაახლოებით ერთი ღამით).
    გააკეთეთ ფაფა, დაუმატეთ 1-2 სადილის კოვზი შაქარი და ფქვილი. ფაფის კონსტიტენციის, აურიეთ ერთმანეშსი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთი, დადგით თბილ ადგილას, დაახლოებით ერთი დღე და ღამე, სანამ არ გაფუვდება ( უნდა გაუჩნდეს ბუშტუკები) შედედება მზადაა, გაფუებულია.

  • სვიის საფუარის რეცეპტი
    სვიის გირჩეები ჩადგით ქვაბში და დაასხით ცხელი წყალი, აადუღეთ 1 საათი. გააცივეთ. გაწურეთ.
    ნახარშს დაუმატეთ შაქარი, ფქვილი( ორჯერ მეტი ვიდრე შაქარი), აურიეთ და დადგით თბილ ადგილას დღე ნახევრის განმავლობაში მასას დაუმატეთ გახეხილი მოხრშული კარტოფილი სანამ ფაფა არ შესქელდება. შედედება მზადაა, გაფუებულია.


  • ასევე მცენარეებისათვის არაჩვეულებრივი საკვებია ხახვის ფუჩეჩი.
    იმისათვის რომ მცენარე იყოს ჯანმრთელი და კარგად აყვავდეს, საჭიროა იგი მოვრწყათ ხახვის ფუჩეცჩის ნახარშით, ნახარში მზადდება შემდეგნაირად, ერთი ვედრო წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ შიგ ოთხი მუჭა ხახვის ფუჩეჩი, დააყენეთ ერთი დღე და ღამე . შემდეგ ერთ ვედრო წყალზე დავასხათ 1,5 ლიტრა ნახარში და მოვრწყათ ჩვენი საყვარელი მცენარეები, ფანტასტიკური ეფექტი აქვს, ძალიან ადვილი გასაკეთებელია შეგიძლიათ მოსინჯოთ.