აი, როგორ უნდა მოვიშენოთ ოთახის ლიმონი
ოთახის ყველა მცენარე თესლით ან გადრგვის საშუალებით მრავლდება.
მცენარეებისათვის მიწა ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს. ქალაქის პირობებში ასეთი მიწის შეძენა შეიძლება ყვავილების მაღაზიებში, ხოლო სოფლად დიასახლისები ძირითადად იყენებენ ნაკელს და ქიმიურ სასუქებს. როგორც ყვავილების , ისე ხეხილისა და სხვა ნერგების გადარგვისათვის საუკეთესო დროდ გაზაფხულია მიჩნეული . ოთახის ყველა სახის მცენარე სითბოს მოყვარულია, ამიტომ გაზაფხულიდან ისინი უნდა გავიტანოთ ჰაერზე, მაგრამ ვიდრე პირდაპირ ჰაერზე გავიტანდეთ, რამდენიმე დღით ადრე დღეში რამდენიმე საათით აივანზე დავდგათ. პირველ დღეებში ყვავილის ქოთნები ჩრდილში დავდგათ, შემდეგ თანდათანობით შევაჩვიოთ მზესა და ნიავს.
ლიმონი მარადმწვანე ფოთლებით მოსილი, ძვირფასი ნაყოფის მომცემი მცენარეა. ოთახის პირობებში კარგად ხარობს რამდენიმე ჯიშის ლიმონი, მათ შორის განსაკუთრებით კარგია ახალი ათონის ჯიშის.
ლიმონის ხე გადარგვით მრავლდება. გადარგვა ხდება შემდეგნაირად : ლიმონის ქორფა ტოტს ჩავდებთ წყლიან ქილაში, ორ კვირაში ის გაიკეთებს ფესვს და შემდეგ გადაირგვება ნოყიერ ნიადაგში. მიწა, რომელშიც ჩაირგება ლიმონი, უნდა შედგებოდეს ორი წილი ბელტი მიწისა, ერთი წილი ნეშომპალისა , ერთი წილი ნაკელისა და ერთნახევარი წილი მდინარის გაცრილი ქვიშისაგან. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და არა დატკეპნილი. თუ მორწყვის გამო ნიადაგი ჩაიტკეპნა , ის უნდა მოვაფხვიეროთ ჯოხით ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს. ლიმონის გადარგვა გაზაფხულზე ხდება. პატარა ლიმონები სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით ყოველწლიურად უნდა გადავრგათ ახალ, უფრო მოზრდილ ქილაში. ძველი ლიმონები 4 -5 წლის განმავლობაში ერთხელ უნდა გადაირგას და დაემატოს სასუქი. ლიმონი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ უნდა დავდგათ ისეთ ადგილას, სადაც მეტი მზის სხივები ხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარში ლიმონი ცხელი ღუმელის ახლოს დავდგათ. პირიქით, ეს მცენარე არ უნდა იყოს 15 -18 გრადუსზე მეტი ტემპერატურის პირობებში.
მსხმოიარობის გასადიდებლად საჭიროა ლიმონის ხის გასხვლა ადრე გაზაფხულზე. პირველ რიგში ავაცლით მრუდედ მზარდ ტოტებს.