მატო არ გძინავთ, თქვენ ლეიბში მილიონობით საშიში ბინადარია

მატო არ გძინავთ, თქვენ ლეიბში  მილიონობით საშიში ბინადარია
ბალიშის ქვეშ და საწოლის სიღრმეში ჩამალული უხილავი მონსტრები თავიანთ დროს ელოდებიან... ჰგავს საშინელებათა ფილმის სცენარს? სულაც არა, ეს სასტიკი რეალობაა, რასაც ვეჯახებით ყოველთვის, როცა სახლის ზღურბლს ვაბიჯებთ. საუბარია მტვრის ტკიპებზე - საფროფიტებზე. ყველაზე კეთილმოწყობილ და სუფთა სახლებშიც კი მილიარდობით ასეთი პარაზიტი ბინადრობს.



მტვრის ტკიპები

მაშ ასე, რას წარმოადგენენ მტვრის ტკიპები? ისინი გახლავთ 0,1–0,5 მმ ზომის მიკროსკოპული ფეხსახსრიანები ობობასნაირთა კლასიდან, რომლებიც იკვებებიან ჩვენი სხეულის მკვდარი ნაწილაკებით. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.



მტვრის ტკიპები ცხოვრობენ კოლონიებად. 1 გრ მტვერზე მოდის 10-10000 პარაზიტი. თითოეული ინდივიდი საშუალოდ 4 თვე ცოცხლობს. ამ დროის განმავლობაში მდედრი ტკიპა საფროფიტი დებს 300-მდე კვერცხს. თუკი ავიღებთ რამდენიმე გრამ მტვერს, მასში აღმოჩნდება რამდენიმე ათასი ტკიპა. აღარაფერს ვამბობთ ლეიბზე, სადაც შექმნილია იდეალური პირობები მათი არსებობისთვის.



თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ოთახის ტკიპას არ შეუძლია კბენა ან ინფექციების გადატანა. იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. საინტერესო ისაა, რომ ჩვენ ჯანმრთელობას აზიანებენ არა თავად ტკიპები, არამედ მათი განავალი. მტვრის პარაზიტების ექსკრემენტები მეტად ტოქსიკურია, მათ შეუძლია ძლიერი ალერგიის გამოწვევა (განსაკუთრებით რესპირატორული დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებში).



კვლევების თანახმად, მტვრის ტკიპებზე ალერგია აქვს ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტების 80%-ს. ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობის 25%-ს აწუხებს ალერგია, რომლის გამომწვევი მიზეზიც სწორედ ეს არსებებია.

როგორ გავარკვიოთ, რომ სახლში დასახლდნენ ტკიპა-საფროფიტები?

პირველ რიგში საჭიროა ყურადღება მიაქციოთ ალერგიის პირველ ნიშნებს. მათ მიეკუთვნება:

  1. მუდმივი სურდო
  2. ხშირი ცემინება
  3. ხველა
  4. გართულებული სუნთქვა
  5. ცრემლდენა
  6. შეშუპება


თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ დამოუკიდებლად, არანაირი მიზეზით, განსაკუთრებით დილაობით, მაშინ ის დროა, გამოუცხადოთ ბრძოლა ლეიბის მონსტრებს. მტვრის ტკიპებისგან სრულიად გათავისუფლება ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ მათი შემცირება უსაფრთხო რაოდენობამდე სავსებით რეალურია.



ბინაში ტკიპების კონცენტრაციის შესამცირებლად საჭიროა იატაკის რეგულარულად დასუფთავება, მტვრის წმენდა, ხალიჩებიდან და ლეიბებიდან მტვრის მტვერსასრუტით აღება. ნუ გაათბობთ საძინებლებს, შეამცირეთ ტენიანობა ბინაში, მოახდინეთ ჰაერის იონიზირება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მატრასების წმენდას.

როგორ გავწმინდოთ ლეიბები მტვრის ტკიპებისგან



თქვენ დაგჭირდებათ

  • 2 ჭიქა ძმარი
  • საკვები სოდა
  • რბილი ჯაგრისი
  • მტვერსასრუტი


გამოყენება

  1. ჩაასხით საფრქვეველიან ბოთლში ძმარი. მიასხით ლეიბის ზედაპირს და ფრთხილად გაუსვით ჯაგრისი. ძირითადი ინგრედიენტი, რაც ძმარს ანიჭებს სადეზინფექციო თვისებას, გახლავთ ძმარმჟავა. იგი ანეიტრალებს მტვრის ტკიპების მიერ გამომუშავებულ ალერგენებს, ასევე დაგეხმაებათ სალმონელას ბაქტერიების და ნაწლავის ჩხირების მოსპობაში.



  2. როგორც კი გაშრება ლეიბი, გადადით შემდეგ ეტაპზე. მის მთელ ზედაპირზე მოყარეთ საკვები სოდა და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ მტვერსასრუტით აიღეთ იგი. აღნიშნული ფხვნილი არა მარტო აქრობს უსიამოვნო სუნს, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სპობს მტვრის ტკიპებს.

  3. მზადაა! თქვენმა ლეიბმა გაიარა სანიტარული დამუშავება და ახლა თქვენ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.


იმედი გვაქვს, სტატია დაგეხმარათ მტვრის ტკიპების მავნებლობაზე წარმოდგენის შექმნაში. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. რაც უფრო დროულად დაიწყებთ ამ საშიშ მიკროორგანიზმებთან ბძოლას, მით უფრო ნაკლებ ზიანს მოგიტანენ ისინი.