3 კვირა სურდოს ვერაფრით ვიშორებდი. ნამდვილი მიზეზის გაგების შემდეგ ყოველთვის ასე ვიქცევი!
მტვერი შედგება თმისა და კანის ნაწილაკებისგან, შინაური ცხოველების ბეწვისგან და ქერტლისგან, ქსოვილების ბოჭკოებისგან და ა.შ. განსაკუთრებით სახიფათო მტვერი ასთმიანი და ალერგიული ადამიანებისთვისაა. სინამდვილეში, მტვერის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მეტიც, მთლიანად მისი მოშორება სახლიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. ნამდვილი კოშმარია, არა? არ ინერვიულოთ, რადგან ჩვენი რედაქცია დღეს გასწავლით, თუ როგორ ებრძოლოთ ამ პრობლემას სწორად და ეფექტურად.
როგორ ვებრძოლოთ მტვერს
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა. ეს რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ასთმიანმა და ალერგიულმა ადამიანებმა.
როგორ ვებრძოლოთ მტვერს
- ვენტილატორი
ვენტილატორი წარმოადგენს მტვრის გავრცელების ერთ-ერთ უმთავრესს მიზეზს ჩვენს სახლში. ყოველდღიურად გააპრიალეთ მისი ზედაპირი ტენიანი ქსოვილით. - გამოცვალეთ თეთრეიული კვირაში მინიმუმ 2-ჯერ
მტვრის ტკიპები - ნამდვილი შავი ჭირი ალერგიული ადამიანებისთვის. ეს მიკროორგანიზმები იკვებებიან კანის მკვდარი უჯრედებით. თუ გსურთ თავიდან აირიდოთ თქვენს საწოლში მილიონობით მიკროორგანიზმის გავრცელება, ყოელდღიურად გაამზეურეთ თეთრეული და რეგულარულად გამოცვალეთ ის. - შეინახეთ ტანსაცმელი პლასტმასის შესაფუთებში
ასე თქვენ ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას შეძლებთ! გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი არ დაიმტვერება, თავიდან აირიდებთ ჰაერში ტექსტილური ბოჭკოების გავრცელებას. - შეიძინეთ ჰაერის საწმენდი აპარატი
ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა გაფილტრავს მტვერს ჰაერში. ეს აპარატი ხსნის ნამდვილი გზაა ალერგიული და ასთმიანი ადამიანებისთვის. - მოაშორეთ წვრილმანები თაროებიდან
მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და წვრილმანები. ისინი წარმოადგენს მტვრის ერთ-ერთ უდიდეს წყაროს ჩვენს სახლში. - მოიშორეთ ხალიჩები სახლიდან
როგორც უკვე ვახსენეთ, მტვრის ტკიპებისთვის არაჩვეულებრივი საარსებო გარემო ჩვენი საწოლია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხალიჩებზე, რომელთაც საკმარის ყურადღებას არასდროს ვუთმობთ. - ისარგებლეთ მიკრობოჭკოვანი ქსოვილებით
მიკრობოჭკოვანი ქსოვილი ფლობს ელექტროსტატიკურ ეფექტს, რის შედეგადაც მტვრის ნაწილაკებს ბოლომდე იკრობს. - დატოვეთ ფეხსაცმელი შემოსასვლელში
დღის განმავლობაში ჩვენი ფეხსაცმელი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მტვერსა და ბაქტერიებს იკრავს. თუ გსურთ, მავნე მიკროორგანიზმები არ მხოვდნენ თქვენს საძინებელ და სასტუმრო ოთახში, ყოველთვის დატოვეთ ფეხსაცმელი შემოსასვლელში. - ყოველდღიურად გამოხვეტეთ სახლი
ეს აუცილებელი პროცედურაა სახლის მტვრისგან გასაწმენდად. - ყოველთვის გამოიყენეთ ტენიანი ქსოვილი
ყოველთვის მოაპრიალეთ იატაკი ტენიანი ქსოვილით, რათა გათავისუფლდეთ მტვრისგან და თავიდან აირიდოთ ჰაერში ნაწილაკების გავრცელება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა. ეს რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ასთმიანმა და ალერგიულმა ადამიანებმა.