მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მანგო სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის.
მანგო სასარგებლოა კანისთვის. მისი ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს და ფერმენტებს, რომლებიც აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ეხმარება და ასტიმულირებს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე. მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთ მოზრდილ ნაყოფს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის. ახალგამოწურული მანგოს წვენი ეხმარება სისხლძარღვის კედლების განმტკიცებას. ის შეიძლება გამოვიყენოთ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც.
მანგო სასარგებლოა მხედველობისთვის. ის შესანიშნავი წყაროა კაროტინისა (პროვიტამინი A ), რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება რეტინოლად და აქტიურად მონაწილეობს მხედველობით პროცესებში, დადებითად მოქმედებს თვალის რქოვანას მდგომარეობაზე. მანგო სასარგებლოა თირკმელებისთვის. წყლისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმის ამ ბუნებრივ ფილტრს და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციობას. შეეცადეთ, ჩართოთ მანგო განტვირთვის დღეების რაციონში - ამით გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და აირიდებთ შეშუპებას. მანგო სასარგებლოა ნერვული სისტემისთვისაც. ის შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, რომელიც ენერგიის მომატებას განაპირობებს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი, თუ მას დილით მიირთმევთ, მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოგამარაგებთ. თუმცა მანგოს ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კკალორიაა. მანგო სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ნივთიერებებით, რომლებიც ბოჭავს სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ თავისუფალ რადიკალებს.
ანტისტრესული კოქტეილი
3 სუფრის კოვზ მანგოს რბილობს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი წიწიბურას თაფლი და 0,5 ჭიქა თბილი რძე. მიიღეთ მცირე ულუფებად.
თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და მანგოს ახალგამოწურული წვენები. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.