ჯანმრთელობის 7 სასმელი, ეს უნდა იცოდეთ!
ჯანსაღი კვება ადამიანის ზრდას, ნორმალურ განვითარებასა და ცხოველმყოფელობას უზრუნველყოფს. ჯანსაღი კვების წესების დაცვა რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად ამცირებს ქრონიკული დაავადებებისა და ისეთი დარღვევების რისკს, როგორიცაა სიმსუქნე, გულ -სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, მაღალი წნევა და კიბო.
ცხადია, ადამიანის კვების იდეალური რაციონის შედგენა ბევრადაა დამოკიდებული მის საქმიანობაზე, ცხოვრების წესსა და საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა არსებობს მეტნაკლებად უნივერსალური რჩევები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერაა შემუშავებული.
ჯანმრთელობის 7 სასმელი

- წყალი - გამოჰყავს ტოქსინები, ეხმარება კუჭს მუშაობაში, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებისა და სახსრების მდგომარეობაზე.
- ბროწეულის წვენი - აწესრიგებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ანემიის დროს.
- პიტნის ჩაი - ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ამშვიდებს, აქვეითებს წნევას, ეხმარება უძილობასთან ბრძოლას.
- კეფირი - აწესრიგებს საჭმლის მონელებას.
- ვაშლის წვენი - სასარგებლოდ მოქმედებს ღვიძლის, თირკმლის და შარდის ბუშტის მუშაობაზე.
- შტოშის მორსი - შესანიშნავად განამტკიცებს იმუნიტეტს, არის კარგი სიცხისდამწევი საშუალება.
- გვირილის ჩაი - აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ასევე, ამშვიდებს და ადუნებს ნერვებს.