ყოველ დილას ამ პროდუქტს მივირთმევ. მიზეზი თითოეულ თქვენგანში გაოცებას გამოიწვევს!

ყოველ დილას ამ პროდუქტს მივირთმევ. მიზეზი თითოეულ თქვენგანში გაოცებას გამოიწვევს!
ცუდ განწყობას და დეპრესიას ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის: ვიღაც მთელი დღის განმავლობაში ბლუზს მღერის, ვიღაც ანტიდეპრესანტებს იღებს, ან საკუთარი დარდის გასაქარვებლად შოპინგს მიმართავს და ა.შ.

არსებობს იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც არა მხოლოდ დეპრესიის დამარცხებაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. ყველაფერი რაც საჭიროა - სწორი კვება და პროდუქტების სწორად შერჩევა. ქვემოთ თქვენ იხილავთ პროდუქტების სიას, რომლებიც რადიკალურად შეგიცვლით შინაგან სამყაროს...

პროდუქტები განწყობის ასამაღლებლად

1. ზღვის კომბოსტო
ეს პროდუქტი ვიტამინების ულევი წყაროა. მიიღეთ იგი ნედლი სახით და მაქსიმალურად მოერიდეთ კონსერვებს, რადგან მათში მთელი სასარგებლო თვისებები დაკარგულია. ზღვის კომბოსტო სავსეა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებითა და რაც მთავარია იოდით.

2. კვერცხი
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტრიპტოფანი, B ჯგუფის ვიტამინები და ა.შ. კვერცხი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, გვანიჭებს ენერგიას და გვიმაღლებს განწყობას.

3. თხილი
კალიუმი, ვიტამინ E, მაგნიუმი, კალციუმი, B ჯგუფის ვიტამინები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - ყველა ეს სასარგებლო ნივთიერება მოთავსებულია ერთ პატარა თხილში.

მიირთვით მცირე რაოდენობით თხილი ყოველდღიურად და თავს ენერგიის პიკზე იგრძნობთ.

4. ნათელი ხილი და ბოსტნეული
უკვე დიდი ხანია დადგენილია, რომ ფერს დიდი გავლენა აქვს ადამიანი ფსიქიკაზე, თუმცა ექიმები ამ ფაქტზე დაყრდნობით ნამდვილად არ გვირჩევენ ისეთი ნათელი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, როგორებიცაა: წიწაკა, ფორთოხალი, მანდარინი და ა.შ.

მთელი საქმე ბიოფლავანოიდებშია, რომლებსაც ნათელი ხილი და ბოსტნეული შეიცავს. ეს ნივთიერება ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ხელს უწყობს სისხლის მიწოდებას ტვინისთვის და ამაღლებს განწყობას.

5. თევზი
გასაოცარია, თუმცა თევზის მიღება განაპირობებს ადამიანის ემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. უამრავი სასარგებლო ნივთიერების გარდა თევზი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებას.

6. ბანანი
ძალზედ სასარგებლო ხილი. ის შეიცავს B ჯგუფის უამრავ ვიტამინს, კალიუმს, სასარგებლო შაქრებსა და ტრიპტოფანის ამინომჟავებს. ბანანის რეგულარულად მირთმევა ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას, რის შედეგადაც თავს მოწყენილად არასდროს იგრძნობთ.

7. შოკოლადი
შოკოლადი ნამდვილი ლიდერია ანტიდეპრესანტებს შორის. ის შეიცავს ბედნიერების ჰორმონის ანალოგ ფენილეტილამინს. შოკოლადის რამდენიმე ფილას შეუძლია განწყობა საგრძობლად გაგიუმჯობესოთ.

ჩართეთ საკუთარ კვების რაციონში ზემოთ ნახსენები ყველა პროდუქტი და დაივიწყეთ დეპრესია. გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს და უსურვეთ მათ კარგი განწყობა!