უებარი წამალი მამაკაცებისთვის კლიმაქსის სამკურნალოდ
ბევრი კლიმაქსს მხოლოდ ქალების პრობლემად მიიჩნევს და აზრადაც არ მოსდის, რომ შესაძლოა, მან მამაკაცსაც ჯოჯოხეთად უქციოს ცხოვრება.
ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევდი, არც მექალთანე ვყოფილვარ, წესიერი, თბილი ოჯახი მაქვს და რას წარმოვიდგენდი, რომ 57 წლისას ჩემი მამაკაცური შემოდგომა ასეთ პრობლემებს დამტეხდა თავს... ბოლოს თავი ნევროლოგთან ამოვყავი. მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავიდან დაიწყო. ლამის გავგიჟდი, ვის აღარ მივმართე, ბოლოს კი თვითონვე ვუშველე თავს ძველ ქართულ კრებულში ამოკითხული ხალხური საშუალებებით:

- ვიღებთ 30 გრ წიწმატურას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 1 საათს ვაჩერებთ და ვწურავთ. ვსვამთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 3 - ჯერ.
- ვიღებთ 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ვასხამთ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებთ 30 წუთს, ვწურავთ. ვსვამთ 1 ჩაის ჭიქას დილით, უზმოზე.
- კარგია კუნელის ყვავილების სპირტიანი ნაყენიც: 40 წვეთი გააზავეთ ცოტაოდენი წყლით და დღეში 3 - ჯერ მიიღეთ.
- დღეში სამჯერ მიიღეთ ასეთი ნარევი: კატაბალახას წვეთები - 20 მლ, კუნელის ყვავილების ნახარში - 20 მლ, პიტნის წვეთები - 15 მლ.
- კარგია დილა - საღამოს პიტნის ჩაის სმაც.