წელის ტკივილის სამკურნალო 3 ვარჯიში

წელის ტკივილის სამკურნალო 3 ვარჯიში
ძლიერი ტკივილი წელის არეში - ჩვეულებრივი მოველნაა და ყოველ მეორე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. განსაკუთრებით მათ, ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა. ეს კუნთების გადაღლისა და დაძაბულობის გამო ხდება. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება ხერხემლის სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.



იმისათვის, რომ მომავალში სერიოზული გართულებები ავირიდოთ თავიდან, საჭიროა შევასრულოთ სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშები, რომლებიც ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე მოგიხსნით შემაწუხებელ ტკივილს წელის არეში, დაგეხმარებათ მოდუნებაში და ენერგიით დამუხტვაში. ეს კომპლექსი-სასწაული გაგიუმჯობესებთ ხერხემლის სვეტის მდგომარეობას და გაგიმაგრებთ ზურგის კუნთებს.



გაგაცნობთ, როგორ უნდა მოიხსნათ ტკივილი ანალგეტიკების გარეშე, მხოლოდ 3 ვარჯიშით.

ვარჯიშები ზურგისა და წელისთვის

ეს ვარჯიშების კომპლექსი არა მარტო მოგიხსნით ტკივილს, არამედ დადებითად იმოქმედებს სასუნთქ გზებზე და აუმჯობესებს სახსრების მობილურობას. შეასრულეთ დილით ან საღამოს, ოღონდ აუცილებლად ყოველ დღე! ჩართეთ ახლობლებიც. ვარჯიშის დაწყებამდე გაანიავეთ ოთახი, შეასრულეთ გამამხნევებელი მოთელვა და მიყევით ჩვენ ინსტრუქციას.

  1. გვერდული დაჭიმვა

    დაწექით ზურგზე, ხელები განზე გაშალეთ, მოხარეთ ფეხები და მიიტანეთ მკერდთან. ნაზად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, გადაწიეთ მუხლები ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ. თითო მხარეს შეჩერდით 5 წამით და გაიმეორეთ 10-12-ჯერ.



  2. მყესების დაჭიმვა

    შემდეგი ვარჯიში კარგად ხსნის დაღლილობის, სტრესის, თიაქრის ან ტრავმისგან გამოწვეულ ტკივილს. დაწექით ზურგზე, მარჯვენა ფეხი აწიეთ 90 გრადუსამდე, პირსახოცით დაიჭირეთ ტერფი.



    ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე მუხლის შიდა მყესი მოზიდეთ მკერდისკენ და დაჭიმეთ. ასევე შეგიძლიათ ჩაეჭიდოთ ხელით და გააკეთოთ იგივე.



  3. სფინქსი

    ვარჯიში კარგად ამაგრებს ზურგს და წელის არეს, ხერხემალს ბევრად მოქნილს ხდის და აჯანმრთელებს მთელ ორგანიზმს.

    დაწექით მუცელზე. აწიეთ ტანის ზედა ნაწილი და დაეყდენით წინამხრებს. ხელები ერთმანეთის პარალელურად უნდა იყოს დაწყობილი, მხრები დაშვებული, ფეხის წვერები დაჭიმული, მზერა პირდაპირი. გაჩერდით ამ დგომარეობაში რამდენიმე სასუნთქი ციკლის განმავლობაში. გაიმეორეთ 5-6-ჯერ.




ამ ვარჯიშების კეთება ძალიან სასიამოვნოა დამქანცველი სამუშაო დღის მერე. დაგეხმარებათ მოდუნებაში, მოგიხსნით ტკივილს და დაჭიმულობას წელისა და ზურგის არეში.

თუ მოცემული ვარჯიშები არ არის საკმარისი თქვენთვის, ამ ვიდეოში იხილავთ რამდენიმე ეფეტურ ვარჯიშს, რომლებიც დახემარებათ ტკივილის მოხსნაში.